ალტერნატიული სამხრეთ კავკასია

სამყარო, სადაც საქართველო მთლიანად ფლობს ბათუმის ოლქს და სომხეთთან ერთად გაყოფილი აქვს ყარსის ოლქი.

სამყარო, სადაც სომხეთი ყარსის ოლქის ნაწილთან ერთად, ფლობს ასევე ნახიჩევანს.

სამყარო, სადაც აზერბაიჯანი არის ერთიანი.

კიევის მეტროპოლიტენი

კიევის მეტროპოლიტენი გაიხსნა 1960 წლის 6 ნოემბერს. ის უკრაინის რიგით პირველი, ხოლო საბჭოთა კავშირის რიგით მესამე მეტროპოლიტენია. 2022 წლის მდგომარეობით მეტროპოლიტენი შედგება სამი ხაზისგან, რომელთა საერთო სიგრძე 70 კილომეტრია. მგზავრებს ემსახურებათ 52 სადგური, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე ღრმა სადგური – “არსენალნა”, რომელიც მიწის ზედაპირიდან 105 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.

სადგური “არსენალნა” გარდა სიღრმისა საინტერესოა, ასევე კონსტრუქციული თვალსაზრისითაც. ის ერთადერთი სადგურია ყოფილ საბჭოთა კავშირში რომელიც “ინგლისური” ტიპისაა. ანუ ცენტრალური დარბაზი დაახლოებით ხუთჯერ უფრო მოკლეა ვიდრე გვერდითა ბაქნები. ამიტომ დარბაზსა და ბაქნებს ერთმანეთთან აკავშირებთ მხოლოდ ორ-ორი გასასვლელი თითო მიმართულებით, ხოლო სადგურის ბოლოში ბაქნებს შორის არის პატარა გვირაბი, რომლის მეშვეობითაც მგზავრს შეუძლია ერთი ბაქნიდან, მეორე ბაქანზე გადასვლა, ისე რომ ცენტრალურ დარბაზში არ მოხვდეს. საკმაოდ საინტერესო კონსტრუქციას წარმოადგენს ასევე საესკალატორო გვირაბიც, დიდი სიღრმის გამო, ესკალატორი ორსაფეხუროვანია. ანუ ესკალატორებს შორის კიდევ ერთი შუალედური მიწისქვეშა ვესტიბიულია.

1918 წლის უკრაინის რუკა

საინტერესო რუკაა, რომელიც გამოცემულია შორეულ 1918 წელს და ასახავდა უკრაინელთა განსახლების არეალს. აღნიშნული არეალი მოიცავდა ტერიტორიას ბრესტიდან ყიზლარამდე, კასპიის ზღვაზე გასასვლელით. სამყაროს ჰქონდა შანსი შეექმნა სახელმწიფო, რომელიც ჩაუკეტავდა რუსეთს გზას, შავი ზღვის და კავკასიის ყელის მიმართულებით.

კაზუნგულა

ზამბიაში მდინარე ზამბეზის მარცხენა ნაპირზე, მდებარეობს პატარა ქალაქი კაზუნგულა, რომელიც მსოფლიო რუკაზე გამორჩეულია იმით, რომ ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, სადაც ოთხი სახელმწიფოს – ზამბიის, ნამიბიის, ბოტსვანის და ზიმბაბვეს საზღვრები იკვეთება. წმინდა ტექნიკურად ოთხივე ქვეყნის საზღვრები ერთ წერტილში არ იკვეთება, ბოტსვანას და ზამბიას ერთმანეთთან დასაკავშირებლად აქვთ 150 მეტრის სიგანის “ფანჯარა”, სადაც ბოლო პერიოდში ევროკავშირის დახმარებით ხიდი აშენდა.