ტყიბულ-შაორის ქვანახშირის საბადო

ტყიბულ-შაორის ქვანახშირის საბადო მდებარეობს ტყიბულისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. ნახშირიანი წყება შუაიურული (ბათური) ასაკისაა: იყოფა ქვედა ქვიშაქვების (სისქე 100-250 მ), პროდუქტიულ (სისქე 80 მ-მდე) და ზედა ქვიშაქვების (სისქე 100-120 მ) ჰორიზონტებად. საბადოზე არის 9 ნახშირიანი ფენა,რომელთაგან 7 შეადგენს პროდუქტიულ ჰორიზონტს, 2 არასამრეწველო სისქის ფენა განლაგებულია ქვედა ქვიშაქვებში. გენეტურად ქვანახშირი განეკუთვნება ჰუმუსურ ტიპის, ტექნოლოგიური თვისებებით – სუსტად კოქსვადს. ორი ფენა შედგება ძირითადად ფისიანი ლიპტობიოლითური ნახშირისაგან. ქვანახშირის სიმკვრივე 1300-1700 კგ/მ³, ტენიანობა 4,0-8,4%. საშუალო ნაცრიანობა 34%, ქროლადების შემცველობა საწვავ მასაში 39,5-44,0%, გოგირდისა 1,0-2,5%; თბოუნარი (უმაღლესი – საწვავ მასაზე) 6800-7800 კკალ/კგ. საბადო ცნობილია 1830 წლიდან, მოპოვება დაიწყო 1846 წლიდან, ფართო მასშტაბით კი 1940-ანი წლების დასაწყისში.

რუკის მაღალი რეზოლუციის სანახავად გადადით ამ ლინკზე:

https://www.easyzoom.com/imageaccess/411859bf0b304259b3326dd9423d0bb7

ბათუმის წმინდა ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძარი

ბათუმის წმინდა ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევა 1888 წლის 25 სექტემბერს რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე III-ის და მისი ოჯახის წევრების თანდასწრებით აღსრულდა, სიმბოლური პირველი ქვა იმპერატორმა თავისი ხელით ჩადო საძირკველში. ტაძარი აკურთხეს 1906 წლის 6 დეკემბერს, ბათუმის რუსეთის იმპერიასთან მიერთების 25 წლის აღსანიშნავად. ბათუმის მასშტაბში ტაძარი ბევრად შთამბეჭდავად გამოიყურებოდა ხუთი ბოლქვისებრი გუმბათითა და კიდევ უფრო მაღალი კარვისებრი სამრეკლოთი და “ზემოდან” გადაჰყურებდა ქალაქს. მონუმენტური იერის გარდა, მას მრავლობითად დანაწევრებული კილისებრი სარკმლები და ცენტრალური კუბის წახნაგებზე არსებული უამრავი კოკოშნიკების არშიები დაჰყვებოდა. მის არქიტექტორად სახელდება ვასილი კოსიაკოვი. საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ 1921 წ. ტაძარი “ანტირელიგიურ მუზეუმად” გადააკეთეს, ხოლო 1931-1932 წლებში ტაძრის შენობა მთლიანად დაანგრიეს, მის ადგილზე მოგვიანებით აშენდა სასტუმრო “ინტურისტი”, არქიტექტორ ალექსეი შუსევის პროექტით.

ლუფტვაფეს აეროფოტოგადაღება

მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა საქართველოს სხვადასხვა ადგილის აეროფოტოგადაღება მოახდინეს. გერმანელებს ძირითადად აინტერესებდათ სამხედრო ქარხნების, ელექტროსადგურების, ნავსადგურების, სარკინიგზო ხიდების და სხვა სტრატეგიული ობიექტების ადგილმდებარეობა. ომის დასრულების შემდგომ ლუფტვაფეს არქივი ალაფის სახით ამერიკელებმა გაიტანეს გერმანიიდან.

თბილისი

კასპი

აგარა

ხაშური

ქუთაისი

აბაშა

სენაკი

ხობისწყლის შესართავი

ოჩამჩირეს ნავსადგური

კოდორის შესართავი

რუსეთის იმპერიის ციხესიმაგრეთა ატლასი

აღნიშნული ატლასი გამოიცა 1830 წელს და მასში საკმაოდ ლამაზად აღბეჭდილია რუსეთის იმპერიის 60 ციხე-სიმაგრის სქემატური გამოსახულება.

ალექსანდროპოლის ციხე-სიმაგრე (ქალაქი გიუმრი, სომხეთი)

ანაპის ციხე-სიმაგრე (ქალაქი ანაპა, რუსეთი)

ახალქალაქის ციხე-სიმაგრე (ქალაქი ახალქალაქი, საქართველო)

ახალციხის ციხე-სიმაგრე (ქალაქი ახალციხე, საქართველო)

სხალტბა

სოფელი სხალტბა, მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის თემში. სახელწოდების მიუხედავად, მანდ არც მსხალია და არც ტბა. სოფლის განაპირას დგას 1669 წელს აშენებული კვირაცხოვლის ეკლესია, რომლის სამხრეთ ფასადი დამშვენებულია ოთხი ისრული თაღით.

სხალტბის ეკლესიიდან დაახლოებით ორ კილომეტრში, კვერნაქის ქედიდან იშლება შიო მღვიმის მონასტრის ძალიან ლამაზი ხედი.

თბილისის პირველი თანამგზავრული სურათები

1965 წლის 30 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის თანამგზავრმა გადაიღო თბილისი და შემოგარენი კოსმოსიდან.

მცხეთა

მუხათგვერდი

ზაჰესი

დიღმისჭალა

ავჭალა

კონიაკი

გლდანი

მუხიანი

თემქა

პატარა დიღომი

დიდი დიღომი

დიღომი

თრელიგორები

სანზონა

კიკვიძის ბაღი, კიროვის ქარხანა და მიმდებარე სამრეწველო ზონა

მაუდის ქარხანა და გამოფენა

ელიავა

ვაგონშემკეთებელი ქარხანა

ვაგზლის მოედანი

ცირკი

სპორტის სასახლე

საბურთალო

პეკინი, მიცკევიჩი და მიმდებარე ქუჩები

იპოდრომი და წითელი ბაღი

დელისი

ვაჟას კვარტლები

ლისის ტბა

წყნეთი

ლოკომოტივის სტადიონი და სასაფლაოები

კუს ტბა და ვაკის პარკი

ვერა – ვაკე

უნივერსიტეტი

ზემელი

მარჯანიშვილის მოედანი

დედაენის ბაღი

თავისუფლების მოედანი

სოლოლაკი

კალა

რიყე

აბანოთუბანი

ავლაბარი

არსენალი

კუკია

ლოტკინი

В чистом поле васильки, дальняя дорога, сердце рвется от тоски а в глазах трееевооогааа კი არადა ვარკეთილი

ვარკეთილის მეურნეობა

პატარა ლილო

მესამე მასივი

მერვე ლეგიონი

კაირო და პეპელა

ზეემკა და ქვემო ფონიჭალის ნაწილი

მოსკოვის გამზირი და 31-ე ქარხანა

სამხედრო ჰოსპიტალი

რუსთავის გზატკეცილი, დირსიჭალის ბაღები და სამხედრო ჰოსპიტალი

მეტრომშენი

არამიანცის საადმყოფო და მიმდებარე უბნები

ორთაჭალა

კრწანისი

შინდისი

ოქროყანა

მთაწმინდის პარკი

წავკისი

ტაბახმელა

კოჯორი

კუმისი

კუმისის ტბა

წალასყური

მუხრან-თელეთი

ზემო თელეთი

ახალწყარო, თუ ახალწყალი მაინც ვერ გავიგე, მაგრამ ფაქტია რომ მანდ არც წყაროა და არც წყალი 😐

ქვემო თელეთი

კოდა და მუხათი

ვაშლოვანი და ერთისი

ბორბალო

ღოუბანი

მარაბდა

ასურეთი

შავსაყდარი

უსტატუსო დასახლებები

საბჭოთა კავშირის დროს თბილისის მიმდებარედ ჩამოყალიბდა სხვადასხვა სააგარაკო დასახლება, რომელთა უმრავლესობას არ გააჩნია სოფლის, ან დაბის სტატუსი. იურიდიულად ეს დასახლებები უახლოესი სოფლის ნაწილია, თუმცა ხშირ შემთხვევაში გეოგრაფიულად საკმაოდ დაშორებულია სააგარაკო დასახლება სოფლისგან. ზოგ დასახლებაში მუდმივად ცხოვრობს მოსახლეობა, ზოგში კი სეზონურად.

თბილისის აგლომერაციის უსტატუსო დასახლებათა არასრული სია:

  • სამება(კუმისის თემი)
  • კოჯრისხევი(კუმისის თემი)
  • გრუზულა(ნორიოს თემი)
  • მზიური(ნორიოს თემი)
  • აკრიანი(მარტყოფის თემი)
  • ბროწეულა(მარტყოფის თემი)
  • ლოჭინი(მარტყოფის თემი)
  • მზიანეთი(მარტყოფის თემი)
  • ძელახო(მარტყოფის თემი)
  • წალმიანი(ხაშმის თემი)
  • ელფია(კოჯრის თემი)

ფასანაურის ძველი ეკლესია

ინტერნეტსივრცეში ფასანაურის ძველი ეკლესიის შესახებ ისტორიული ცნობები საკმაოდ მწირია. ცნობილია რომ ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობდა მე-19 საუკუნის 50-ან წლებში საინჟინრო ძალების მიერ, რომლებიც საქართველოს სამხედრო გზის მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებულები. ეკლესია წარმოადგენდა რუსულ-ბიზანტიური სტილის ნაგებობას და წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის იყო. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ეკლესია დაიხურა და დაინგრა მე-20 საუკუნის 70-ანი წლების დასაწყისში.