ლარაბანგას მეჩეთი

ლარაბანგას მეჩეთი, მდებარეობს ამავე სახელწოდების სოფელში, განის ჩრდილოეთ ნაწილში. ეს ტალახის აგურით ნაგები, სუდანურ-საჰელიური არქიტექტურული სტილის მეჩეთი 1421 წლით თარიღდება და უძველესი ისლამური რელიგიური ნაგებობაა დასავლეთ აფრიკაში. ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით, მეჩეთში ინახება მე-XVII საუკუნით დათარიღებული უძველესი ყურანი.

მეჩეთი წარმოადგენს შედარებით მცირე ზომის ნაგებობას, რომლის სხვადასხვა მხარეს აღმართულია ორი პირამიდული ფორმის კოშკი. ერთი კოშკი მინარეთს წარმოადგენს, ხოლო მეორე კი მიჰრაბის ფუნქციას ასრულებს და მომლოცველთათვის მექის მიმართულების მაჩვენებელია. გარდა ამ ორი კოშკისა შენობა დამშვენებულია ასევე მრავალი კონტრფორსით, რაც გამოწვეულია გამოყენებული სამშენებლო მასალის თავისებურებით.