სახელმწიფო დროშები

ამ საინტერესო ინფოგრაფიკაში სახელმწიფო დროშები შეჯგუფებულია დიზაინის მიხედვით. ასევე ასახულია თუ რა ფერებია უფრო გავრცელებული დროშებზე.

ჩრდილოკავკასიელთა დროშები

  • აბაზების დროშა
  • აღულების დროშა
  • ბალყარელების დროშა
  • დარგუელების დროშა
  • თაბასარანელების დროშა
  • თათების დროშა
  • ინღუშების დროშა
  • ლაკების დროშა
  • ლეზგების დროშა
  • ნოღაელების დროშა
  • ოსების დროშა
  • რუთულების დროშა
  • ყარაჩაელების დროშა
  • ყუმუხების დროშა
  • ჩერქეზების დროშა
  • ჩეჩნების დროშა
  • წახების დროშა
  • ხუნძების დროშა

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ალტერნატიული დროშები

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ალტერნატიული დროშები შექმნილია – თანამედროვე დროშათა ფერების და საბჭოთა დროშების დიზაინის შერწყმით.

ჩემი აზრით, ყველაზე ლამაზი დროშები გამოვიდა – ლატვიის, ესტონეთის და საქართველოს.

მარტინიკის დროშა

მარტინიკა წარმოადგენს საფრანგეთის ზღვისგადაღმა ტერიტორიას, რომელიც მდებარეობს კარიბის ზღვის აუზში. ამ კუნძულის ისტორიული დროშა, საკმაოდ შხამიანად გამოიყურება. კერძოდ, ლურჯ ფონზე გამოსახულია თეთრი ფერის ჯვარი და ოთხი მარტინიკული გველგესლა, რომელიც მაგ კუნძულის ენდემურ სახეობას წარმოადგენს…

კორსიკის და სარდინიის დროშები

ხმელთაშუა ზღვის ამ კუნძულებს აქვთ ძალიან საინტერესო და თანამედროვე მსოფლიოსთვის საკმაოდ არაპოლიტკორექტული ისტორიული დროშები. კორსიკის დროშაზე გამოსახულია ზანგის მოჭრილი თავი, ხოლო სარდინიას ეცოტავა ერთი თავი და დროშაზე ჯვართან ერთად გამოსახა ოთხი ზანგის მოჭრილი თავი.

სხვადასხვა თეორია არსებობს ამ დროშების სიმბოლურ დატვირთვასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაზე რეალური მოსაზრება უკავშირდება შუა საუკუნეებში ბერბერი მეკობრეების მიმართ გაფრთხილებას, თუ რა მოელოდათ მათ ამ კუნძულებზე თავდასხმის შემთხვევაში.

დუშეთის დროშა და გერბი

დუშეთის მუნიციპალიტეტის დროშა

დროშა წარმოადგენს მეწამული ფერის მართკუთხედის ფორმის ქსოვილს, რომლის ცენტრში მოთავსებულია ტეხილი ვერცხლის სარტყელი რომელიც არ კვეთს დროშის კიდეებს და ხუთი ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი სამი-ორზე; დროშის პროპორციაა – 2/3.

დუშეთის მუნიციპალიტეტის გერბი

გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა ორ ნაწილად – პირველი ნაწილი – მეწამულ ველზე ზედა ნაწილი გადაკვეთილია ტეხილი ვერცხლის სარტყელით რომლის ზევით და ქვევით განთავსებულია ხუთი ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი სამი-ორზე;  მეორე ნაწილი არის სევადი ველი. გერბის ცენტრში, პირველ და მეორე ველზე მოთავსებულია მეომრის ოქროს აღჭურვილობა – ჯაჭვის პერანგი; აღმოსავლური ფარი და ხმალი; გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრადღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი – “დუშეთი”.