მტკვარი და არაქსი

ამიერკავკასიის ორი უდიდესი მდინარე ერთმანეთს ერთვის აზერბაიჯანში, ქალაქ საბირაბადთან. მღვრიე წყლის ნაკადი ჩვენი მტკვარია, ხოლო შედარებით კამკამა წყალი კი არაქსია.

სახელმწიფო საზღვარი

სახელმწიფო საზღვარი – საზღვარი ორ ან მეტ სახელმწიფოს შორის. საზღვრების რამდენიმენაირი კლასიფიკაცია არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ბოგსის კლასიფიკაცია, რომელიც სახმელეთო საზღვრებს ასე აჯგუფებს: ფიზიოგრაფიული, ანთროპოგეოგრაფიული, გეომეტრიული და კომპლექსური.

  • ფიზიოგრაფიული საზღვრები მიჰყვება ტერიტორიის გამოკვეთილ ფიზიკურ ნიშნებს, მაგალითად მდინარეს, ქედს, ტბის ნაპირს.
  • ანთროპოგეოგრაფიული საზღვრები ადამიანის ხელით შექმნილ ნიშნებს მიჰყვება. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, რკინიგზა.
  • გეომეტრიული საზღვრები მისდევს გრძედს ან განედს, როგორც მაგალითად, ეგვიპტის დასავლეთ და სამხრეთ საზღვრები.
  • კომპლექსური საზღვრები ზემოაღნიშნულის ნებისმიერ კომბინაციას წარმოადგენს.

ყველაზე ძველი სახელმწიფო საზღვარი, აქვს პირენეებში მდებარე ანდორას, რომელიც დადგინდა 1278 წელს, ურხელის ეპისკოპოსის და დე ფუას გრაფის შეთანხმების საფუძველზე.

ძველია ასევე 1297 წელს ალკანისესის ხელშეკრულებით დადგენილი პორტუგალიის სახელმწიფო საზღვარი ესპანეთთან.

მოულოდნელად “ასაკოვანი” საზღვარი აქვს რუსეთს ლიეტუვასთან და ჩინეთთან იმიერბაიკალეთის მხარეში. პირველ შემთხვევაში თარიღი არის 1422 წელი და უკავშირდება დღევანდელი კალინინგრადის ოლქის ძველი მფლობელის ტევტონთა ორდენის მარცხს გოლუბის ომში, ლიეტუვა-პოლონეთის კოალიციის წინააღმდეგ. იმიერბაიკალეთში რუსეთს და ჩინეთს შორის საზღვარი დადგინდა 1689 წელს ნერჩინსკის ხელშეკრულებით, რომელმაც დაასრულა ალბაზინის ომი ამ ორ სახელმწიფოს შორის.

ევროპაში საკმაოდ ძველი და სტაბილური საზღვრები აქვს ჩეხეთს და საფრანგეთს ესპანეთთან.

აზიას რაც შეეხება, ყველაზე ძველი სახელმწიფო საზღვარი აქვს ირანს თურქეთთან და ერაყთან, რომელიც ჯერ კიდევ სეფიანთა მმართველობისას დადგინდა ოსმალეთის იმპერიასთან 1639 წელს ზუჰაბის ხელშეკრულებით.

შედარებით ძველი საზღვარი არის ჩრდილოეთ კორეას და ჩინეთს შორის, რომელიც 1712 წელს დადგინდა.

აზიის, აფრიკის და დასავლეთ ნახევარსფეროს სახელმწიფოთა საზღვრები უმეტესწილად მე-19 და მე-20 საუკუნეებში დადგინდა. გამონაკლისი ბრაზილიის საზღვრებია არგენტინასთან, პარაგვაისთან და ნაწილობრივად ბოლივიასთან, პერუსთან რომლებიც 1750 წელს დადგინდა მადრიდის ხელშეკრულების მიხედვით.

სხალტბა

სოფელი სხალტბა, მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის თემში. სახელწოდების მიუხედავად, მანდ არც მსხალია და არც ტბა. სოფლის განაპირას დგას 1669 წელს აშენებული კვირაცხოვლის ეკლესია, რომლის სამხრეთ ფასადი დამშვენებულია ოთხი ისრული თაღით.

სხალტბის ეკლესიიდან დაახლოებით ორ კილომეტრში, კვერნაქის ქედიდან იშლება შიო მღვიმის მონასტრის ძალიან ლამაზი ხედი.

ხოჭოს ტბა

ხოჭოს ტბა – სეზონური ტბაა, რომელიც საზრდოობს მარტო ატმოსფერული ნალექებით და მდებარეობს თბილისთან ახლოს, ნასერალას ქედის ერთერთ ქვაბულში. წელიწადის უდიდეს დროს, ტბა დამშრალია და წარმოადგენს ბალახით დაფარულ ოდნავ ჩაღრმავებულ სივრცეს, რომელიც წყლით ივსება მრავალდღიანი ძლიერი წვიმების შედეგად.

კაზუნგულა

ზამბიაში მდინარე ზამბეზის მარცხენა ნაპირზე, მდებარეობს პატარა ქალაქი კაზუნგულა, რომელიც მსოფლიო რუკაზე გამორჩეულია იმით, რომ ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, სადაც ოთხი სახელმწიფოს – ზამბიის, ნამიბიის, ბოტსვანის და ზიმბაბვეს საზღვრები იკვეთება. წმინდა ტექნიკურად ოთხივე ქვეყნის საზღვრები ერთ წერტილში არ იკვეთება, ბოტსვანას და ზამბიას ერთმანეთთან დასაკავშირებლად აქვთ 150 მეტრის სიგანის “ფანჯარა”, სადაც ბოლო პერიოდში ევროკავშირის დახმარებით ხიდი აშენდა.

რუსთაველი international

საქართველოს ფარგლებს გარეთ, არსებობს შოთა რუსთაველის სახელის მქონე, სხვადასხვა გეოგრაფიული ობიექტი. ლომის წილი ამ დასახელებების მოდის ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებზე. აღნიშნული სია შედგენილია ინტერნეტის სხვადასხვა კარტოგრაფიული სერვისების გამოყენებით.

ტაჯიკეთი

  • დუშანბე – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ხუჯანდი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ხატლონის ოლქის სოფელ სარგახს 2018 წლამდე ერქვა შოთა რუსთაველი

ყირგიზეთი

  • ბიშკეკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ოში – შოთა რუსთაველის ქუჩა

უზბეკეთი

შოთა რუსთაველის ძეგლი ტაშკენტში
  • ტაშკენტი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • სამარყანდი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ანდიჟანი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • გულისტანი – შოთა რუსთაველის ქუჩა

თურქმენეთი

  • თურქმენეთის სახელმწიფო სამხატვრო სასწავლებელი შოთა რუსთაველის სახელობის იყო. თუმცა რატომ ატარებდა თურქმენ მხატვართა სამჭედლო ქართველი პოეტის სახელს, დღემდე გაურკვეველია თვითონ თურქმენთათვის. აშხაბადში კი შოთა რუსთაველის ქუჩას გადაარქვეს სახელი და ეხლა 2044-ე ქუჩა ჰქვია.

ყაზახეთი

  • ნურ-სულთანი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ალმათი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ტარაზი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ტალგარი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ყარაღანდა – შოთა რუსთაველის ქუჩა

აზერბაიჯანი

  • ბაქო – შოთა რუსთაველი ქუჩა
  • განჯა – შოთა რუსთაველის ქუჩა

სომხეთი

  • ერევანი – შოთა რუსთაველის ქუჩა. ამავე ქუჩაზე დგას ერევნის 23-ე საჯარო სკოლა, რომელიც ასევე შოთა რუსთაველის სახელობისაა, თუმცა შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და სკოლა დაკეტილია.
  • გიუმრი – შოთა რუსთაველის ქუჩა

უკრაინა

შოთა რუსთაველის ძეგლი კიევში
  • კიევი – შოთა რუსთაველის ქუჩა და სკვერი
  • ხარკოვი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ლვოვი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • დნეპრი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ოდესა – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • დონეცკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ლუგანსკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • პოლტავა – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • უჟგოროდი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • სუმი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ტერნოპოლი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ჩერნოვცი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ლუცკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ზაპოროჟიე – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ივანო-ფრანკოვსკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ხერსონი – შოთა რუსთაველის შესახვევი
  • დროგობიჩი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ზოლოჩევი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • კალუში – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ოსტროგი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ხრუსტალნი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • დუბნო – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • მარიუპოლი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • კრივოი როგი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • კამენსკოე – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • სმელა – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ზოლოტონოშა – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • კრამატორსკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • გორლოვკა – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ხარციზსკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • პერვომაისკი – შოთა რუსთაველის შესახვევი
  • იზიუმი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • კადიევკა – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ბუჩა – შოთა რუსთაველის ქუჩა

ლატვია

  • რიგა – შოთა რუსთაველის მემორიალური დაფა

რუსეთი

შოთა რუსთაველის ძეგლი მოსკოვში
შოთა რუსთაველის ძეგლი სანქტ-პეტერბურგში
  • მოსკოვი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • სანქტ-პეტერბურგი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ვლადიკავკაზი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • დონის როსტოვი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ომსკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • მახაჩკალა – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ვოლგოგრადი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • უფა – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ნოვოსიბირსკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • კალინინგრადი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ნიჟნი ნოვგოროდი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ნალჩიკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ჩელიაბინსკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • სტავროპოლი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ჩებოკსარი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ტულა – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ასტრახანი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ნოვოროსიისკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ლაბინსკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • მაგნიტოგორსკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ნევინომისკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • კალტანი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • დონეცკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • სტერლიტამაკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ნოვოკუზნეცკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • შახტი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • მოზდოკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ნია-გრუზინსკაია – შოთა რუსთაველის ქუჩა

ისრაელი

შოთა რუსთაველის ფრესკა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში

შოთა რუსთაველის ძეგლი კირიათ ბიალიკში
  • იერუსალიმი – შოთა რუსთაველის ქუჩა

იტალია

შოთა რუსთაველის ბიუსტი რომში
  • რომი – შოთა რუსთაველის ბიუსტი

უნგრეთი

შოთა რუსთაველის ძეგლი ბუდაპეშტში
  • ბუდაპეშტი – შოთა რუსთაველის მოედანი

რუმინეთი

შოთა რუსთაველის ძეგლი ბუქარესტში
  • ბუქარესტი – შოთა რუსთაველის ძეგლი

უსტატუსო დასახლებები

საბჭოთა კავშირის დროს თბილისის მიმდებარედ ჩამოყალიბდა სხვადასხვა სააგარაკო დასახლება, რომელთა უმრავლესობას არ გააჩნია სოფლის, ან დაბის სტატუსი. იურიდიულად ეს დასახლებები უახლოესი სოფლის ნაწილია, თუმცა ხშირ შემთხვევაში გეოგრაფიულად საკმაოდ დაშორებულია სააგარაკო დასახლება სოფლისგან. ზოგ დასახლებაში მუდმივად ცხოვრობს მოსახლეობა, ზოგში კი სეზონურად.

თბილისის აგლომერაციის უსტატუსო დასახლებათა არასრული სია:

  • სამება(კუმისის თემი)
  • კოჯრისხევი(კუმისის თემი)
  • გრუზულა(ნორიოს თემი)
  • მზიური(ნორიოს თემი)
  • აკრიანი(მარტყოფის თემი)
  • ბროწეულა(მარტყოფის თემი)
  • ლოჭინი(მარტყოფის თემი)
  • მზიანეთი(მარტყოფის თემი)
  • ძელახო(მარტყოფის თემი)
  • წალმიანი(ხაშმის თემი)
  • ელფია(კოჯრის თემი)