საბჭოთა კავშირის გეოპოლიტიკური დერეფნები

მსოფლიოში ყველაზე დიდი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული არის რუსეთის ფედერაციაში შემავალი იაკუტია, რომლის ტერიტორია უმდიდრესია მინერალური რესურსებით. საბჭოთა კავშირის გარიჟრაჟზე, როდესაც ბოლშევიკური ხელისუფლება იყო სუსტი იაკუტებმა შექმნეს ეროვნული ავტონომიური ერთეული, რომელიც ფლობდა ოხოტსკის ზღვაზე გასასვლელს, კერძოდ ნავსადგურ აიანს, საიდანაც მოსახერხებელი იყო ვაჭრობა იაპონიასთან, ჩინეთთან და ამერიკასთან. მოსკოვმა აღიარა იაკუტიის ავტონომია, მაგრამ ჩამოართვა ოხოტსკის ზღვაზე გასასვლელი. ამას მოჰყვა ანტისაბჭოთა აჯანყება და ტუნგუსეთის სახალხო რესპუბლიკის გამოცხადება. საბჭოთა ხელისუფლებამ ჩაახშო აჯანყება და იაკუტიასა და ზღვას შორის შექმნილი ოხოტსკის დერეფანი გადასცა ეთნიკურად რუსულ ხაბაროვსკის მხარეს. ასე დაკარგა იაკუტიამ ოხოტსკის ზღვაზე გასასვლელი. რუსების უნდობლობა იაკუტებისადმი არამარტო ოხოტსკის ზღვაზე გასასვლელის ჩამორთმევით შემოიფარგლა. იაკუტიასთან ერთად ციმბირში ჩამოყალიბდა ასევე ბურიატიის ავტონომია, რომელსაც საერთო საზღვარი ჰქონდა მონღოლეთთან და შესაბამისად გარე სამყაროსთან. ბურიატიის საზღვრის დამტკიცებისას მოსკოვმა არ დაუშვა ორ მეზობელ ავტონომიას შორის საერთო საზღვრის არსებობა და შექმნა ბოდაიბოს დერეფანი, რითაც განაცალკევა ერთმანეთისგან ისინი და რუსული ირკუტსკის ოლქი და ახლანდელი იმიერბაიკალეთის მხარე დააკავშირა ერთმანეთთან. ასე და ამგვარად იაკუტია თითქმის ყველა მხრიდან მოექცა რუსულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების გარემოცვაში. კი აქვს გასასვლელი ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში, მაგრამ დიდი ვერაფერი სარგებელი არ აქვს ამისგან.

ტუნგუსეთის სახალხო რესპუბლიკის დროშა

ევროპაში უდიდეს ავტონომიურ ერთეულს წარმოადგენს რუსეთის ფედერაციაში შემავალი რესპუბლიკა კომი, რომელიც ჩამოყალიბდა 1921 წელს. თავდაპირველად ამ უზარმაზარ ავტონომიას ჰქონდა გასასვლელი როგორც ბარენცის, ისე კარის ზღვაზე. 1929 წელს მოსკოვმა ჩამოართვა ზღვაზე გასასვლელი, ჩამოაყალიბა ნენცების ავტონომიური ოკრუგი, რომელიც თავის მხრივ შემდგომ დაუქვემდებარა რუსულ არხანგელსკის ოლქს. ასე შეიქმნა ნენცების დერეფანი. ამგვარად კომი გადაიქცა მსოფლიოში უდიდეს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად, რომელსაც არ აქვს გასასვლელი ზღვაზე. მაგრამ რუს ბოლშევიკებს ულევი ფანტაზია ჰქონდათ გეოპოლიტიკური დერეფნების შექმნის საქმეში და კომის სამხრეთით მდებარე კომი-პერმელთა ავტონომიური ოკრუგი განაცალკევეს ვოლგისპირეთის ავტონომიების დიდი კლასტერისგან. კრემლმა შექმნა კუდიმკარის დერეფანი, რითაც ერთმანეთისგან დააშორა ვოლგისპირეთის და ჩრდილოეთის ავტონომიები და ერთმანეთთან დააკავშირა რუსული ვიატკა და პერმი.

კომის ავტონომია

რუსეთის იმპერიის დაშლის მერე პოლიტიკურ ასპარეზზე ერთერთი ყველაზე აქტიურები აღმოჩდნენ მოულოდნელად ბაშკირები, რომლებიც არ კმაყოფილდებოდნენ თავიანთი სამშობლოს ავტონომიური სტატუსით და ითხოვნენ მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსს. მაშინდელი ბაშკირეთი ბევრი მონაცემით მართლა აკმაყოფილებდა მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსს, თუმცა მანდვე თავს გამოჰყობდნენ თათრები, ჩუვაშები, გერმანელები და სხვა ვოლგისპირელი ერები, რაც მოსკოვს ნამდვილად არ აწყობდა. ბაშკირეთს მადა რომ შეემცირებინა, კრემლმა 1925 წელს ყაზახეთს, რომელიც მაშინ რუსეთის ავტონომიას წარმოადგენდა და სამხრეთიდან ესაზღვრებოდა ბაშკირეთს, ჩამოართვა ქალაქი ორენბურგი და შექმნა ორენბურგის ოლქი. ამ ქმედებით ჩამოყალიბდა ორენბურგის დერეფანი, რომლის საშუალებითაც რუსებმა განაცალკევეს შუა აზიელი და ვოლგისპირელი თურქები ერთმანეთისგან და ვოლგისპირეთის ავტონომიების კლასტერი ყველა მხრიდან შემოისაზღვრა რუსული ოლქებით.

ბაშკირეთის და ყაზახეთის საერთო საზღვარი

რუსეთის კიდევ ერთ ავტონომიას შეცვლილი აქვს საზღვრები, ეს არის კარელია. ზამთრის ომის შემდეგ კარელიის ავტონომიური რესპუბლიკა გადაიქცა მე-12(ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და მოლდოვა მოგვიანებით ჩამოყალიბდნენ საბჭოთა რესპუბლიკებად) მოკავშირე რესპუბლიკად. ამრიგად კარელიამ მოიპოვა ქალაქი ვიბორგი და გასასვლელი ბალტიის ზღვაზე. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ფინელებიც ჩაებნენ ომში გერმანელთა მხარეს და დაიბრუნეს საბჭოთა კავშირის მიერ წართმეული ტერიტორიები, თუმცა ომში მარცხის მერე საბოლოოდ დათმეს. 1944 წელს მოსკოვმა ჩამოართვა კარელიას ვიბორგის მხარე და გადასცა რუსულ ლენინგრადის ოლქს, ასე ჩამოყალიბდა ვიბორგის დერეფანი, რომელიც ჰყოფს კარელიას ბალტიის ზღვისგან.

კარელიის მოკავშირე რესპუბლიკა

ბოლშევიკებმა სამხრეთ კავკასიაშიც შექმნეს ერთი სასწაული, რომლის მადლიც გვფარავს დღემდე, ეს არის ზანგეზურის დერეფანი. სომხეთის რუკას თუ დააკვირდებით ქვეყნის ცენტრალური ნაწილიდან ირანის მიმართულებით გრძელდება ვიწრო ტერიტორია(სიუნიქის მარზი), რომელიც ერთმანეთისგან ჰყოფს საკუთრივ აზერბაიჯანს და მის ავტონომიას – ნახიჩევანს. მოსკოვი როგორც ჩანს ვარაუდობდა, რომ თურქეთი ირანთან ტერიტორიების გაცვლით მოიპოვებდა აზერბაიჯანთან საერთო საზღვარს და ამიტომ სომხური ტერიტორიით განაცალკევა აზერბაიჯანისგან ნახიჩევანის ავტონომია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ სომხურ-აზერბაიჯანულმა დაპირისპირებამ და ზანგეზურის დერეფნის არსებობამ განაპირობა საქართველოს სტრატეგიული მდგომარეობა სამხრეთ კავკასიაში.

ზანგეზურის დერეფანი, იგივე სიუნიქის მარზი

“გორჯ”-ის შემცველი ტოპონიმები ირანში

ისტორიული და ლინგვისტური მონაცემების გარდა, ირანში ქართული დასახლებების არსებობის ერთ-ერთი უტყუარი ნიშანია მრავალი გეოგრაფიული პუნქტის სახელწოდებასა სიტყვა “გორჯ”-ის (სპარს. “ქართველი, ქართული”) არსებობა.

დოქტორ მოჰამად ჰოსეინ ფაფოლი-იაზდის მიერ შედგენილ „ქვეყნის დასახლებული პუნქტებისა და რელიგიური ადგილების ლექსიკონში“ დაფიქსირებულია სიტყვა “გორჯ”-ის შემცველი 24 გეოგრაფიული პუნქტი ირანის სხვადასხვა ოსთანში.

ჩამონათვალი:

დასახელება / შაჰრესთანი / ოსთანი

  • დეჰგორჯი / ნაყადე / დასავლეთი აზერბაიჯანი
  • ყასემაბადე გორჯი / ქარაჯი / ალბორზი
  • გორჯაი / მალაიერი / ჰამადანი
  • გორჯან / არდებილი / არდებილი
  • გორჯან / ბირჯანდი / სამხრეთი ხორასანი
  • გორჯანსუ / რუდსარი / გილანი
  • გორჯექე / ხორამაბადი / ლურისტანი
  • გორჯეფოშთ / ლაჰიჯანი / გილანი
  • გორჯემაჰალე / რუდსარი / გილანი
  • გორჯი / ალიგუდარზი / ლურისტანი
  • გორჯი / აჰარი / აღმოსავლეთი აზერბაიჯანი
  • გორჯი / სანანდაჯი / ქურთისტანი
  • გორჯი / შაჰრუდი / სემნანი
  • გორჯი / მეშჰედი / ხორასანე რაზავი
  • გორჯიაბად / ბაბოლი / მაზანდარანი
  • გორჯიბაიან / სონყორი / ქერმანშაჰი
  • გორჯიფოლ / სარი / მაზანდარანი
  • გორჯიჩალ / თონექაბონი / მაზანდარანი
  • გორჯიხეილ / ყაემშაჰრი / მაზანდარანი
  • გორჯისარა / თონექაბონი / მაზანდარანი
  • გორჯიქოლა / სარი / მაზანდარანი
  • გორჯიმაჰალე / ბეჰშაჰრი / მაზანდარანი
  • გორჯიმაჰალე / გორგანი / გოლესთანი
  • გორჯხან / ირანშაჰრი / სისტან-ბელუჯისტანი

ამერიკის ტიფლისი და ბათუმი

ვაშინგტონის შტატში, გრანტის საგრაფოში 90-ე გზატკეცილთან ახლოს, მდებარეობს პატარა დასახლება – ტიფლისი. მეზობლად, ადამსის საგრაფოში კი უფრო მცირე დასახლება – ბათუმი. ცნობის მიხედვით ორივე დასახლება 1910 წლიდან არსებობს.

ყუბანის მხარის ქართული ტოპონიმიკა

მე-19 საუკუნეში, საქართველოში (თბილისში, აფხაზეთში, სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში) მდგარი კაზაკთა პოლკების პირადი შემადგენლობისათვის, სამსახურის ვადის დამთავრების შემდეგ, უბოძებიათ მიწები ყუბანის მხარეში და იქ დაუსახლებიათ. ასეთი პოლკებისთვის მიუკუთვნებიათ საქართველოს იმ ქალაქის, ან კუთხის სახელები, სადაც ისინი იდგნენ და მათ თავიანთი სტანიცები იმავე სახელებით მოუნათლავთ.

ტბილისკაია

  • ტბილისკაია(Тбилисская) არის სტანიცა, რომელიც მდებარეობს მდინარე ყუბანის მარჯვენა ნაპირზე, კრასნოდარიდან 100 კილომეტრში. ის დაარსებულია 1802 წელს. სტანიცის სახელწოდება დაკავშირებულია იქ მდგარი ტფილისის მე-15 გრენადერთა პოლკის სახელთან და თავდაპირველად ტიფლისკაია ერქვა. 1936 წელს საქართველოს დედაქალაქის კვალდაკვალ ტიფლისკაიას გადაერქვა სახელი და დაერქვა ტბილისკაია. სტანიცის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 25 317 ადამიანს და ამ მონაცემით რუსეთში მე-10 ადგილს იკავებს მოსახლეობით უმსხვილეს სოფელთა სიაში.

კუტაის

  • კუტაის(Кутаис) არის სოფელი, რომელიც მდებარეობს ქალაქ გორიაჩი-კლიუჩის მიმდებარედ. სოფლის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1081 ადამიანს.

კუტაისკაია

  • კუტაისკაია(Кутаисская) არის სტანიცა, რომელიც მდებარეობს ქალაქ გორიაჩი-კლიუჩის მიმდებარედ. ის დაარსებულია 1864 წელს. სახელწოდება უკავშირდება ქუთაისის ცხენოსანთა მილიციის პოლკს. სტანიცის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 324 ადამიანს.

იმერეტინსკაია

  • იმერეტინსკაია(Имеретинская) არის სტანიცა, რომელიც მდებარეობს ქალაქ გორიაჩი-კლიუჩის მიმდებარედ. ის დაარსებულია 1864 წელს. სახელწოდება უკავშირდება იმერეთის ფეხოსანთა მილიციის პოლკს. სტანიცის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1609 ადამიანს.

გურიისკაია

  • გურიისკაია(Гурийская) არის სტანიცა, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბელორეჩენსკის მიმდებარედ. ის დაარსებულია 1864 წელს. სახელწოდება უკავშირდება გურიის ფეხოსანთა მილიციის პოლკს. სტანიცის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 648 ადამიანს.

მინგრელსკაია

  • მინგრელსკაია(Мингрельская) არის სტანიცა, რომელიც მდებარეობს ქალაქ აბინსკის მიმდებარედ. ის დაარსებულია 1863 წელს. სახელწოდება უკავშირდება სამეგრელოს მე-16 გრენადერთა პოლკს. სტანიცის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 5112 ადამიანს.

კურინსკაია

  • კურინსკაია(Куринская) არის სტანიცა, რომელიც მდებარეობს ქალაქ აფშერონსკის მიმდებარედ. ის დაარსებულია 1864 წელს. სახელწოდება უკავშირდება მტკვრის ფეხოსანთა პოლკს. სტანიცის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1903 ადამიანს.

აბხაზსკაია

  • აბხაზსკაია(Абхазская) არის ნასოფლარი, რომელიც მდებარეობს ქალაქ გორიაჩი-კლიუჩის მიმდებარედ. ის დაარსებული იყო 1863 წელს და ნასოფლარად იქცა 1988 წელს. სახელწოდება უკავშირდება აფხაზეთის მილიციის პოლკს.

ყუბანის კაზაკთა სტანიცების სახელწოდებებში ასევე ასახულია ჩვენი მეზობლების ტოპონიმებიც.

ერივანსკაია

  • ერივანსკაია(Эриванская) არის სტანიცა, რომელიც მდებარეობს ქალაქ აბინსკის მიმდებარედ. ის დაარსებულია 1863 წელს. სახელწოდება უკავშირდება ერევნის მე-13 ლეიბ-გრენადერთა პოლკს. სტანიცის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 650 ადამიანს.

ბაკინსკაია

  • ბაკინსკაია(Бакинская) არის სტანიცა, რომელიც მდებარეობს ქალაქ გორიაჩი-კლიუჩის მიმდებარედ. ის დაარსებულია 1864 წელს. სახელწოდება უკავშირდება ბაქოს 153-ე ფეხოსანთა პოლკს. სტანიცის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 2519 ადამიანს.

შირვანსკაია

  • შირვანსკაია(Ширванская) არის სტანიცა, რომელიც მდებარეობს ქალაქ აფშერონსკის მიმდებარედ. ის დაარსებულია 1863 წელს. სახელწოდება უკავშირდება შირვანის 84-ე ფეხოსანთა პოლკს. სტანიცის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 646 ადამიანს.

აფშერონსკი

  • აფშერონსკი(Апшеронск) არის ქალაქი, რომელიც მდებარეობს მდენარე ფშეხას ხეობაში, კრასნოდარიდან 105 კილომეტრის დაშორებით. სახელწოდება უკავშირდება აფშერონის 81-ე ფეხოსანთა პოლკს. ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 39 162 ადამიანს.

სიმბირისხევი

სიმბირისხევი ეწოდება მდინარეს რომელიც მოედინება რუსეთის ფედერაციაში, დაღესტნის რესპუბლიკის წუნტის რაიონში. მისი საერთო სიგრძე არის 33 კმ, ხოლო წყალშემკრები აუზის ფართობი კი 276 კმ2. მდინარე სიმბირისხევი სათავეს იღებს დურუჯისთავის მთიდან და უერთდება მდინარე ხზანორს, რომელიც თავის მხრივ უერთდება მდინარე ავარიის ყოისუს(მდინარე სულაკის მარჯვენა მდგენელი).

მდინარე სიმბირისხევი

დაღესტანში ასევე არის სხვა ქართული ჰიდრონიმები: ბეხოდისხევი, თეთრიწყალი, ილიანხევი, მოურავისწყალი, საბაკუნისხევი, სადუცისხევი, ტურაბიჭისწყარო, ორიწყალი.

საბჭოთა ტოტალიტარული ტოპონიმიკა საქართველოში

იმ დასახლებათა სია, რომლებსაც ან აღუდგათ ისტორიული სახელწოდება, ან დაერქვათ ახალი სახელი

  • ახალგორი – ლენინგორი – ახალგორი(ახალგორის მუნიციპალიტეტი)
  • ახალქალაქი/მეფისქალაქი – წითელქალაქი – ახალქალაქი(კასპის მუნიციპალიტეტი)
  • ახალსენაკი – მიხა ცხაკაია – ცხაკაია – სენაკი(სენაკის მუნიციპალიტეტი)
  • ალექსანდერსგილფი – როზენბერგი – მოლოტოვო – თრიალეთი(წალკის მუნიციპალიტეტი)
  • ამბროლაური – ენუქიძე – ამბროლაური(ამბროლაურის მუნიციპალიტეტი)
  • ალერტკარი – გრიგოლიში – ალერტკარი(ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)
  • ბაღდათი – მაიაკოვსკი – ბაღდათი(ბაღდათის მუნიციპალიტეტი)
  • ბაღლები – კიროვი – ბაღლები(ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)
  • ბელაგორი – ხარაგაული – ორჯონიკიძე – ხარაგაული(ხარაგაულის მუნიციპალიტეტი)
  • ბუკნარი – ზედა ულიანოვკა – საჩინო(ქობულეთის მუნიციპალიტეტი)
  • ბეშკენტი – ულიანოვკა – ჭიაური(ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი)
  • ბულიწყუ – პირველი მაისი – ბულიწყუ(ხობის მუნიციპალიტეტი)
  • გადრეკილი – მახარაძე – ზემო კაჭრეთი(გურჯაანის მუნიციპალიტეტი)
  • გიორგეთი – ორჯონიკიძე – გიორგეთი(ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი)
  • ეწერი – ოზურგეთი – მახარაძე – ოზურგეთი(ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
  • ვოევოვკა – ულიანოვკა – ვახტანგისი(გარდაბნის მუნიციპალიტეტი)
  • ზინობიანი – ოქტომბერი – ზინობიანი(ყვარლის მუნიციპალიტეტი)
  • ივანწმინდა – წითელსოფელი – ივანწმინდა(საჩხერეს მუნიციპალიტეტი)
  • კატერინენფელდი – ლუქსემბურგი – ბოლნისი(ბოლნისის მუნიციპალიტეტი)
  • ლეყერეთი – კიროვი – ლეყერეთი(ტყიბულის მუნიციპალიტეტი)
  • მარტვილი – გეგეჭკორი – მარტვილი(მარტვილის მუნიციპალიტეტი)
  • მირონწმინდა – წითელხევი – მირონწმინდა(ხარაგაულის მუნიციპალიტეტი)
  • მალხაზოვკა – კრასნოგორსკი – სათაფლე(საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)
  • ნიკოლაევკა – ლენინოვკა – ჭოეთი(დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი)
  • ნაცარიანი – წითელწყარო – ხორნაბუჯი(დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი)
  • ნოვაია ალექსანდროვკა – ულიანოვკა – ილიაწმინდა(საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)
  • ოზურგეთი – მახარაძე – ოზურგეთი(ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
  • ოლგინსკოე – ლენინისი – ქვემო ქვიშიანი(გარდაბნის მუნიციპალიტეტი)
  • ორჯონიკიძე – საიმერლო(მარნეულის მუნიციპალიტეტი)
  • სალომინაო – კიროვი – სალომინაო(ვანის მუნიციპალიტეტი)
  • საღვინე – პირველი მაისი – საღვინე(ზესტაფონის მუნიციპალიტეტი)
  • სეჩენოვკა – ჯაფარიძე – სამრეკლო(დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი)
  • საბათლო – წითელი საბათლო – საბათლო(დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი)
  • საწულუკიძეო – წითელვარსკლავი – საწულუკიძეო(ხონის მუნიციპალიტეტი)
  • სოციალისტური სოფელი – დასახლება(ხობის მუნიციპალიტეტი)
  • საკვიკვინიო – პირველი მაისი – საკვიკვინიო(ხობის მუნიციპალიტეტი)
  • ტროიცკოე – კალინინო – სამება(ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი)
  • ულიანოვკა – ვერხვიანი(მარნეულის მუნიციპალიტეტი)
  • ყვირილა – ზესტაფონი – ჯუღელი – ზესტაფონი(ზესტაფონის მუნიციპალიტეტი)
  • ყორნისი – ზნაური – ყორნისი(ქარელის მუნიციპალიტეტი)
  • ყულიშკარი – ორჯონიკიძე – ყულიშკარი(ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)
  • ყულარი – ბუდიონოვკა-ვოროშილოვკა – მეწამულა(მარნეულის მუნიციპალიტეტი)
  • ჩოჩხათი – წითელუბანი – ჩოჩხათი(ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)
  • ცარსკიე კოლოდცი – წითელწყარო – დედოფლისწყარო(დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი)
  • ცხინვალი – სტალინირი – ცხინვალი(გორის მუნიციპალიტეტი)
  • წითელუბანი – ზემო ქვიშიანი(გარდაბნის მუნიციპალიტეტი)
  • ხაშური – მიხაილოვო – ხაშური – სტალინისი – ხაშური(ხაშურის მუნიციპალიტეტი)
  • ხონი – წულუკიძე – ხონი(ხონის მუნიციპალიტეტი)

იმ დასახლებათა სია, რომლებსაც 2021 წლის მდგომარეობით ჯერ კიდევ ან არ დაუბრუნდათ ძველი სახელი, ან არ დაერქვათ ახალი

  • კიროვი – მერე(ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)
  • კიროვკა – მამაი(მარნეულის მუნიციპალიტეტი)
  • კიროვაკანი(ახალქალაქის მუნიციპალიტეტი)
  • კალინინო – ტატიანოვკა(გარდაბნის მუნიციპალიტეტი)
  • მიასნიკიანი(ახალქალაქის მუნიციპალიტეტი)
  • მარტუნი(ახალქალაქის მუნიციპალიტეტი)
  • მიქავა – ფუქი(წალენჯიხის მუნიციპალიტეტი)
  • ოქტომბერი – მაცხოვარი(თერჯოლის მუნიციპალიტეტი)
  • ოქტომბერი – ალიქოღლები(ქედის მუნიციპალიტეტი)
  • ოქტომბერი – ცაიშის კახათი(ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)
  • პირველი მაისი – საღორეთი(ქედის მუნიციპალიტეტი)
  • პირველი მაისი – საჭილაო(აბაშის მუნიციპალიტეტი)
  • ჟდანოვი – ეჟოვაკანი – ელიავაკანი(ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი)
  • სტალინისუბანი – განახლება(ქობულეთის მუნიციპალიტეტი)
  • ტელმანი – შრომისუბანი(ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)
  • ფილიპოვკა – პატარა კარწახი(ახალქალაქის მუნიციპალიტეტი)
  • შაუმიანი – შულავერი(მარნეულის მუნიციპალიტეტი)
  • წითელწყარო – ნათლისმცემელი(გორის მუნიციპალიტეტი)
  • წითელხევი – სადემეტრაო(ბაღდათის მუნიციპალიტეტი)
  • წითელსოფელი – შავსოფელი(ქარელის მუნიციპალიტეტი)
  • ჯორჯიაშვილი – დიდი ენაგეთი(თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი)