ციმბირის საქართველო

Грузия БАМу 1988

დასავლეთიდან აღმოსავლეთით ციმბირს ჰკვეთს ტრანსციმბირის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც საკმაოდ დიდ მანძილზე მიჰყვება ჩინეთის საზღვარს. მე-20 საუკუნის 70-ან წლებში ჩინეთის საზღვრიდან მოშორებით, დაიწყო ბაიკალ-ამურის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებდა ცენტრალურ ციმბირს და წყნარი ოკეანეს პორტებს, ისე რომ ჩინეთთან კონფლიქტის შემთხვევაში არ მოხდებოდა სახმელეთო კომუნიკაციების გაწყვეტა. მოკავშირე რესპუბლიკებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ამ დიდ მშენებლობაში, მაგალითად საქართველომ ააშენა ორი სარკინიგზო დასახლება – ნია-გრუზინსკაია და იკაბია.

ნია-გრუზინსკაიას ისტორია იწყება მას შემდეგ, რაც 1975 წლის მარტში საქართველოს სსრ-დან, მომავალი დასახლების ადგილზე გაიგზავნა 70 კაციანი ეშალონი „საქბამმშენის“ მატარებლით. უმაღლესი კლასის მშენებლებს „საქბამმშენის“ ხელმძღვანელი ანზორ დვალიშვილი ედგა სათავეში. გაუვალ ტაიგაში მოეწყო დროებითი ბანაკი, გაწმინდეს თვითმფრინავის დასაჯომი ბილიკი. მუდმივი დასახლების მშენებლობა დაიწყო 1975 წლის აპრილში.

1975 წლის 6 ნოემბერს სარკინიგზო ხაზმა სადგურ ზვეზდნოიედან მიაღწია ნიას. სადგურს უწოდეს ნია-გრუზინსკაია. საცხოვრებელი დასახლება შეიქმნა „თბილქალაქპროექტის“ ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ. კომპლექსი მოიცავდა: 7 მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, სკოლას, საბავშვო ბაღს, საზოგადოებრივ სავაჭრო ცენტრს, რკინიგზის სადგურს და საქვაბე ოთახს. 1981 წლის 23 თებერვალს დასახლება ექსპლუატაციაში შევიდა, დროებითი სახლების მაცხოვრებლები გადავიდნენ ახალ შენობებში.

ნიაში დღემდე შემორჩენილია საქართველოსთან დაკავშირებული რიგი დასახელებები – თბილისის, შოთა რუსთაველის, ნესტორ კალანდარიშვილის ქუჩები; მემორიალური სტელა წარწერით “Грузия”.

იკაბიას შესახებ ცნობები საკმაოდ მწირია, თუმცა სამი წლის წინ ერთმა რუსმა ბლოგერმა საინტერესო ფოტორეპორტაჟი გამოაქვეყნა იქედან.

სურათები აღებულია ამ ბლოგიდან: https://zavodfoto.livejournal.com/5569380.html

დატოვე კომენტარი