პასპორტის სიძლიერის ინდექსი

ქვემოთ არის წარმოდგენილი 2022 წლის მდგომარეობით საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის პასპორტების სიძლიერის ინდექსი.

სახელმწიფო დროშები

ამ საინტერესო ინფოგრაფიკაში სახელმწიფო დროშები შეჯგუფებულია დიზაინის მიხედვით. ასევე ასახულია თუ რა ფერებია უფრო გავრცელებული დროშებზე.

მტკვარი და არაქსი

ამიერკავკასიის ორი უდიდესი მდინარე ერთმანეთს ერთვის აზერბაიჯანში, ქალაქ საბირაბადთან. მღვრიე წყლის ნაკადი ჩვენი მტკვარია, ხოლო შედარებით კამკამა წყალი კი არაქსია.

რუსეთის იმპერიის ციხესიმაგრეთა ატლასი

აღნიშნული ატლასი გამოიცა 1830 წელს და მასში საკმაოდ ლამაზად აღბეჭდილია რუსეთის იმპერიის 60 ციხე-სიმაგრის სქემატური გამოსახულება.

ალექსანდროპოლის ციხე-სიმაგრე (ქალაქი გიუმრი, სომხეთი)

ანაპის ციხე-სიმაგრე (ქალაქი ანაპა, რუსეთი)

ახალქალაქის ციხე-სიმაგრე (ქალაქი ახალქალაქი, საქართველო)

ახალციხის ციხე-სიმაგრე (ქალაქი ახალციხე, საქართველო)

სახელმწიფო საზღვარი

სახელმწიფო საზღვარი – საზღვარი ორ ან მეტ სახელმწიფოს შორის. საზღვრების რამდენიმენაირი კლასიფიკაცია არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ბოგსის კლასიფიკაცია, რომელიც სახმელეთო საზღვრებს ასე აჯგუფებს: ფიზიოგრაფიული, ანთროპოგეოგრაფიული, გეომეტრიული და კომპლექსური.

  • ფიზიოგრაფიული საზღვრები მიჰყვება ტერიტორიის გამოკვეთილ ფიზიკურ ნიშნებს, მაგალითად მდინარეს, ქედს, ტბის ნაპირს.
  • ანთროპოგეოგრაფიული საზღვრები ადამიანის ხელით შექმნილ ნიშნებს მიჰყვება. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, რკინიგზა.
  • გეომეტრიული საზღვრები მისდევს გრძედს ან განედს, როგორც მაგალითად, ეგვიპტის დასავლეთ და სამხრეთ საზღვრები.
  • კომპლექსური საზღვრები ზემოაღნიშნულის ნებისმიერ კომბინაციას წარმოადგენს.

ყველაზე ძველი სახელმწიფო საზღვარი, აქვს პირენეებში მდებარე ანდორას, რომელიც დადგინდა 1278 წელს, ურხელის ეპისკოპოსის და დე ფუას გრაფის შეთანხმების საფუძველზე.

ძველია ასევე 1297 წელს ალკანისესის ხელშეკრულებით დადგენილი პორტუგალიის სახელმწიფო საზღვარი ესპანეთთან.

მოულოდნელად “ასაკოვანი” საზღვარი აქვს რუსეთს ლიეტუვასთან და ჩინეთთან იმიერბაიკალეთის მხარეში. პირველ შემთხვევაში თარიღი არის 1422 წელი და უკავშირდება დღევანდელი კალინინგრადის ოლქის ძველი მფლობელის ტევტონთა ორდენის მარცხს გოლუბის ომში, ლიეტუვა-პოლონეთის კოალიციის წინააღმდეგ. იმიერბაიკალეთში რუსეთს და ჩინეთს შორის საზღვარი დადგინდა 1689 წელს ნერჩინსკის ხელშეკრულებით, რომელმაც დაასრულა ალბაზინის ომი ამ ორ სახელმწიფოს შორის.

ევროპაში საკმაოდ ძველი და სტაბილური საზღვრები აქვს ჩეხეთს და საფრანგეთს ესპანეთთან.

აზიას რაც შეეხება, ყველაზე ძველი სახელმწიფო საზღვარი აქვს ირანს თურქეთთან და ერაყთან, რომელიც ჯერ კიდევ სეფიანთა მმართველობისას დადგინდა ოსმალეთის იმპერიასთან 1639 წელს ზუჰაბის ხელშეკრულებით.

შედარებით ძველი საზღვარი არის ჩრდილოეთ კორეას და ჩინეთს შორის, რომელიც 1712 წელს დადგინდა.

აზიის, აფრიკის და დასავლეთ ნახევარსფეროს სახელმწიფოთა საზღვრები უმეტესწილად მე-19 და მე-20 საუკუნეებში დადგინდა. გამონაკლისი ბრაზილიის საზღვრებია არგენტინასთან, პარაგვაისთან და ნაწილობრივად ბოლივიასთან, პერუსთან რომლებიც 1750 წელს დადგინდა მადრიდის ხელშეკრულების მიხედვით.

ლარაბანგას მეჩეთი

ლარაბანგას მეჩეთი, მდებარეობს ამავე სახელწოდების სოფელში, განის ჩრდილოეთ ნაწილში. ეს ტალახის აგურით ნაგები, სუდანურ-საჰელიური არქიტექტურული სტილის მეჩეთი 1421 წლით თარიღდება და უძველესი ისლამური რელიგიური ნაგებობაა დასავლეთ აფრიკაში. ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით, მეჩეთში ინახება მე-XVII საუკუნით დათარიღებული უძველესი ყურანი.

მეჩეთი წარმოადგენს შედარებით მცირე ზომის ნაგებობას, რომლის სხვადასხვა მხარეს აღმართულია ორი პირამიდული ფორმის კოშკი. ერთი კოშკი მინარეთს წარმოადგენს, ხოლო მეორე კი მიჰრაბის ფუნქციას ასრულებს და მომლოცველთათვის მექის მიმართულების მაჩვენებელია. გარდა ამ ორი კოშკისა შენობა დამშვენებულია ასევე მრავალი კონტრფორსით, რაც გამოწვეულია გამოყენებული სამშენებლო მასალის თავისებურებით.

ჩრდილოკავკასიელთა დროშები

  • აბაზების დროშა
  • აღულების დროშა
  • ბალყარელების დროშა
  • დარგუელების დროშა
  • თაბასარანელების დროშა
  • თათების დროშა
  • ინღუშების დროშა
  • ლაკების დროშა
  • ლეზგების დროშა
  • ნოღაელების დროშა
  • ოსების დროშა
  • რუთულების დროშა
  • ყარაჩაელების დროშა
  • ყუმუხების დროშა
  • ჩერქეზების დროშა
  • ჩეჩნების დროშა
  • წახების დროშა
  • ხუნძების დროშა

გამარჯვების ხმალი

ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნად, საბჭოთა კავშირმა აღმართა მრავალი მემორიალი, როგორც ქვეყნის შიგნით ისე საზღვარგარეთ. აქედან ყველაზე საინტერესო არის “გამარჯვების ხმლის” ტრიპტიხი.

ტრიპტიხის პირველ ნაწილს წარმოადგენს ქალაქ მაგნიტოგორსკის მემორიალი “ზურგი – ფრონტს”, სადაც ასახულია მუშის მიერ მეომარისთვის ხმლის გადაცემის მომენტი. სტატისტიკის მიხედვით ურალის ამ ქალაქში აღმოსავლეთ ფრონტისთვის დამზადდა ყოველი მესამე ჭურვი და ყოველი მეორე ტანკის ჯავშანი.

შემდგომ ხმალი გვხვდება ქალაქ ვოლგოგრადში “დედა სამშობლოს” ქანდაკების ხელში აღმართული, სადაც მოხდა ცნობილი სტალინგრადის ბრძოლა, რომელმაც გარდატეხა მოახდინა გერმანიასთან ომში.

ბოლოს ხმალი ჩნდება გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ქანდაკება “გამანთავისუფლებელი მეომრის” ხელში, ოღონდ უკვე დაშვებული, რაც ომის დასასრულის მიმანიშნებელია.