ქართული კვალი კოსმოსში

ასტეროიდი / აღმომჩენი / აღმოჩენის თარიღი

  • 212 Medea / იოჰან პალიზა / 6 თებერვალი 1880 წელი
  • 326 Tamara / იოჰან პალიზა / 19 მარტი 1892 წელი
  • 753 Tiflis / გრიგორი ნეუიმინი / 30 აპრილი 1913 წელი
  • 781 Kartvelia / გრიგორი ნეუიმინი / 25 იანვარი 1914 წელი
  • 1135 Colkhis / გრიგორი ნეუიმინი / 3 ოქტომბერი 1929 წელი
  • 1171 Rusthawelia / სილვენ არენი / 3 ოქტომბერი 1930 წელი
  • 1289 Kutaissi / გრიგორი ნეუიმინი / 19 აგვისტო 1933 წელი
  • 1390 Abastumani / პელაგია შაინი / 3 ოქტომბერი 1935 წელი
  • 2139 Makharadze / თამარა სმირნოვა / 30 ივნისი 1970 წელი
  • 3146 Dato / თამარა სმირნოვა / 17 მაისი 1972 წელი
  • 3127 Bagration / ლუდმილა ჩიორნიხ / 27 სექტემბერი 1973 წელი
  • 2052 Tamriko / რიჩარდ მარტინ ვესტი / 24 ოქტომბერი 1976 წელი
  • 2053 Nuki / რიჩარდ მარტინ ვესტი / 24 ოქტომბერი 1976 წელი
  • 2115 Irakli / რიჩარდ მარტინ ვესტი / 24 ოქტომბერი 1976 წელი
  • 2116 Mtskheta / რიჩარდ მარტინ ვესტი / 24 ოქტომბერი 1976 წელი
  • 2147 Kharadze / რიჩარდ მარტინ ვესტი / 25 ოქტომბერი 1976 წელი
  • 2294 Andronikov / ნიკოლაი ჩიორნიხ / 14 აგვისტო 1977 წელი
  • 2671 Abkhazia / ნიკოლაი ჩიორნიხ / 21 აგვისტო 1977 წელი
  • 3234 Hergiani / ნიკოლაი ჩიორნიხ / 31 აგვისტო 1978 წელი
  • 3477 Kazbegi / რიჩარდ მარტინ ვესტი / 19 მაისი 1979 წელი
  • 2595 Gudiashvili / რიჩარდ მარტინ ვესტი / 19 მაისი 1979 წელი
  • 5270 Kakabadze / რიჩარდ მარტინ ვესტი / 19 მაისი 1979 წელი
  • 3191 Svanetia / ნიკოლაი ჩიორნიხ / 22 სექტემბერი 1979 წელი
  • 3149 Okudzhava / ზდენკა ვავროვა / 22 სექტემბერი 1981 წელი
  • 4737 Kiladze / ნიკოლაი ჩიორნიხ / 24 აგვისტო 1985 წელი

მთვარის კრატერი

  • მიხეილ ვაშაკიძე
  • ვიქტორ ჯაფიაშვილი

კომეტა

  • 1942 თევზაძე 1
  • 1942 თევზაძე 2

1977 წელს გაშვებულ ავტომატურ საპლანეტათშორისო სადგურებზე „ვოიაჯერ-1“ და „ვოიაჯერ-2“ მოთავსებულ ორ იდენტურ გრამფირფიტაზე ჩაწერილ პროგრამაში „დედამიწის ხმები“, რომელიც განკუთვნილია დედამიწისგარე ცივილიზაციის წარმომადგენლებისათვის და მიზნად ისახავს წარმოდგენა მისცეს მათ დედამიწისა და კაცობრიობის შესახებ, სხვა ინფორმაციასთან ერთად (წყლის ხმაური, ბავშვის ტირილი, მისალმება 60 ენაზე და სხვ.) შეტანილია ჩაკრულოც (ილია ზაქაიძის და როსტომ საგინაშვილის მიერ შესრულებული ვერსია).

1 thoughts on “ქართული კვალი კოსმოსში

  1. დათო

    რუსებმა სცადეს «ჩაკრულოს» მაგივრად «პოდმოსკოვნიე ვეჩერა» გაეშვათ, მაგრამ ამერიკელემბა სასტიკი უარი უთხრეს და ეხლა «ჩაკრულო» მიდის კოსმოსში.

დატოვე კომენტარი