1927 წლის ტფილისის მაზრის რუკა

“1927 წლის ტფილისის მაზრის ადმინისტრაციული რუკა შედგენილია სამხედრო ტოპოგრაფთა კორპუსისა და სამიჯნო უწყების მასალების შესწორებით და გადამუშავებით ტოპოგრაფ ევ.ბარამიძის მიერ. გეოგრაფიულ სახელწოდებათა რედაქცია და ისტორიული პუნქტების გაადგილება შესრულებულია პავლე ინგოროყვას მიერ”.

გარდა კარტოგრაფიული ფასეულობისა, რუკა საინტერესოა ტოპონიმიკის კუთხითაც. მასზე ასახულია დასახლებული პუნქტების და სხვადასხვა გეოგრაფიული ობიექტების როგორც ძირძველი ქართული, ისე მოგვიანო პერიოდში დარქმეული რუსული, თუ თურქული ტოპონიმები. მაგალითად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს ძირძველი ქართული სახელწოდება არის ლომთაგორა, რომელიც თავის მხრივ მომდინარეობს იალღუჯის მთის ქართული სახელწოდებიდან.

თბილისის მკვლევარებიც აღმოაჩენენ თავისთვის უცნობ დეტალებს – ზეემკას იპოდრომი, რომელიც “თბილმეტრომშენი”-ს ბაზის ადგილას მდებარეობდა. ალექსეევკის ქართულ სახელწოდებას – შარობი, ვარკეთილის მეურნეობის მიმდებარედ არსებულ ნასოფლარ ბაგრატის ლილოს, ვარკეთილის ვერკეთილობას თავისი პირშავათი, ბალანჩინის ქუჩის ადგილას ლამაზ ტოპონიმს – ბურუმი. რას ნიშნავს სიტყვა “ბურუმი”? ვინმემ თუ იცის, დაწერეთ კომენტარებში…

რუკის მაღალი რეზოლუციის სანახავად გადადით ამ ლინკზე:

https://www.easyzoom.com/imageaccess/89c4fb1777a9440b93f8ab942e519c10

თბილისის ტოპონიმიკის დეკომუნიზაცია

1987 -1991 წლებში თბილისის გადარქმეული ტოპონიმების სია:

  • ალავერდოვის მოედანი – ლადო გუდიაშვილის მოედანი
  • რიჟინაშვილის ქუჩა – იერუსალიმის ქუჩა
  • ნარიმანოვის ქუჩა – ბევრეთის ქუჩა
  • აზიზბეკოვის ქუჩა – ბეთლემის ქუჩა
  • ივანიძის ქუჩა – ანტონ კათალიკოსის ქუჩა
  • ხუციშვილის ქუჩა – იაკობ ცურტაველის ქუჩა
  • მიასნიკოვის ქუჩა – გრიგოლ ხანძთელის ქუჩა
  • ჟელიაბოვის ქუჩა – ალექსანდრე დიუმას ქუჩა
  • კაშენის ქუჩა – აბო თბილელის ქუჩა
  • პირველი მაისის ქუჩა – გია აბესაძის ქუჩა
  • რუსის ქუჩა – ვლადიმერ ვეკუას ქუჩა
  • ლეონიძის ქუჩა – სარგის და დავით კაკაბაძეების ქუჩა
  • კიროვის ქუჩა – გიორგი ლეონიძის ქუჩა
  • მახარაძის ქუჩა – გერონტი ქიქოძის ქუჩა
  • ლენინის მოედანი – თავისუფლების მოედანი
  • ლენინის ქუჩა – მერაბ კოსტავას ქუჩა
  • ცხაკაიას ქუჩა – ვუკოლ ბერიძის ქუჩა
  • ჯავახიშვილის ქუჩა – მიხეილ ზანდუკელის ქუჩა
  • ჯაფარიძის ქუჩა – პაოლო იაშვილის ქუჩა
  • ენგელსის ქუჩა – ლადო ასათიანის ქუჩა
  • ძერჟინსკის ქუჩა – პავლე ინგოროყვას ქუჩა
  • პეროვსკაიას ქუჩა – გიორგი ახვლედიანის ქუჩა
  • ათარბეგოვის ქუჩა – ძმები ზუბალაშვილების ქუჩა
  • ელბაქიძის დაღმართი – ვერის დაღმართი
  • ჩიტაძის ქუჩის მონაკვეთი – 9 აპრილის ქუჩა
  • ძნელაძის ქუჩა – იონე პეტრიწის ქუჩა
  • ობოლაძის ქუჩა – ვახტანგ კოტეტიშვილის ქუჩა
  • ყაზბეგის ქუჩა – ერეკლე ტატიშვილის ქუჩა
  • კომკავშირის ხეივანი – სოლოლაკის ხეივანი
  • გურამიშვილის ქუჩა – მიხეილ თამარაშვილის ქუჩა
  • სევასტოპოლის ქუჩა – გურამ რჩეულიშვილის ქუჩა
  • მშვიდობის გამზირი – კონსტანტინე გამსახურდიას გამზირი
  • კრონშტადტის ქუჩა – არჩილ ცაგარელის ქუჩა
  • გამსახურდიას ქუჩა – ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა
  • პავლოვის ქუჩა – ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი
  • ვოლოდარსკის ქუჩა – ჰაიდარ აბაშიძის ქუჩა
  • წითელი პარტიზანების ქუჩა – იპოლიტე ხვიჩიას ქუჩა
  • იაშვილის ქუჩა – რევაზ მარგიანის ქუჩა
  • რობესპიერის ქუჩა – მთავარანგელოზის ქუჩა
  • ფიგნერის ქუჩა – ფერისცვალების ქუჩა
  • შაუმიანის ქუჩა და მოედანი – ქეთევან წამებულის გამზირი და მოედანი
  • ლენის ქუჩას – ირაკლი ფაღავას ქუჩა
  • 5 დეკემბრის ქუჩა – ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის ქუჩა
  • კალიაევის ქუჩა – გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩა
  • მამაცაშვილის ქუჩა – კალისტრატე ცინცაძის ქუჩა
  • კიბალჩიჩის აღმართი – ელენე ახვლედიანის აღმართი
  • ოსიპენკოს ქუჩა – ჩუღურეთის ქუჩა
  • 9 იანვრის ქუჩა – ტერენტი გრანელის ქუჩა
  • კალინინის ქუჩა – ივანე ჯავახიშვილის ქუჩა
  • მერკვილაძის ქუჩა – გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა
  • მარქსის ქუჩა – ხიდის ქუჩა
  • ცეტკინის ქუჩა – მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა
  • გრინევიცკის ქუჩა – კოლხეთის ქუჩა
  • მეჩნიკოვის ქუჩა – დოდო აბაშიძის ქუჩა
  • მონტინის ქუჩა – გიგო ზაზიაშვილის ქუჩა
  • ზაკომოლდინის ქუჩა – გიორგი მარუაშვილის ქუჩა
  • სვერდლოვის ქუჩა – წმინდა ნიკოლოზის ქუჩა
  • ჩუბინაშვილის ქუჩა – კიტა აბაშიძის ქუჩა
  • ლენინგრადის ქუჩა – სანქტ-პეტერბურგის ქუჩა
  • პლეხანოვის გამზირი – დავით აღმაშენებლის გამზირი
  • ჩელუსკინელების ქუჩა – თამარ მეფის გამზირი
  • ორჯონიკიძის ქუჩა – გიორგი ჩუბინაშვილის და თევდორე მღვდლის ქუჩები
  • კამოს ქუჩა – დიმიტრი უზნაძის ქუჩა
  • მეგობრობის გამზირი – გრიგოლ რობაქიძის გამზირი
  • ტელმანის ქუჩა – გიორგი ცაბაძის ქუჩა
  • 25 თებერვლის ქუჩა – 26 მაისის ქუჩა
  • გლდანის ქუჩა – არჩილ ქურდიანის ქუჩა
  • კოოპერაციის ქუჩა – შოთა იამანიძის ქუჩა
  • შეროზიას ქუჩა – ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩა
  • ავჭალის გზატკეცილის მონაკვეთი – დავით გურამიშვილის გამზირი
  • ოქტომბრის ქუჩა – ცოტნე დადიანის ქუჩა
  • ხუთწლედის ქუჩა – გიორგი მაზნიაშვილის ქუჩა
  • მაგნიტოგორსკის ქუჩა – თორნიკე ერისთავის ქუჩა
  • თოფურიძის ქუჩა – ეროსი მანჯგალაძის ქუჩა
  • კოლექტივიზაციის ქუჩა – კონსტანტინე ილურიძის ქუჩა
  • ვატუტინის ქუჩა – ხორნაბუჯის ქუჩა
  • პიონერის ქუჩა – სამღერეთის ქუჩა
  • ჩერნიახოვსკის ქუჩა – დავით გარეჯელის ქუჩა

ქალაქის ტოპონიმების მასშტაბური გადარქმევა მაგ დროს დაკავშირებული იყო დეკომუნიზაციის პროცესთან. მე პირადათ, მაგ დროს, ზოგიერთ ცენტრალურ ქუჩას ცოტა სხვანაირად შევუცვლიდი სახელს. მაგალითად:

  • ჩელუსკინელების ქუჩა და ხიდი – დავით აღმაშენებლის გამზირი და ხიდი
  • პლეხანოვის გამზირი – ბაგრატის გამზირი
  • ლენინის ქუჩა გმირთა მოედნამდე – თამარ მეფის გამზირი
  • ლენინის ქუჩა გმირთა მოედნიდან – გიორგი ბრწყინვალეს გამზირი
  • პეროვსკაიას ქუჩა – დავით სოსლანის ქუჩა
  • მშვიდობის გამზირი – პეკინის გამზირი
  • გურამიშვილის ქუჩა(დღევანდელი თამარაშვილი) – კოტე აფხაზის გამზირი

იმავე პერიოდში თბილისის მეტროპოლიტენის რამდენიმე სადგურს გადაერქვა სახელი:

  • ლენინის მოედანი – თავისუფლების მოედანი
  • კომკავშირული – სამედიცინო ინსტიტუტი
  • პოლიტექნიკური ინსტიტუტი – ტექნიკური უნივერსიტეტი
  • 26 კომისარი – ავლაბარი
  • ოქტომბერი – ნაძალადევი

ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ დაერქვა სადგურ “კომკავშირულს” – სამედიცინო ინსტიტუტი/უნივერსიტეტი. სად ეს სადგური და სად სამედიცინო უნივერსიტეტი… უფრო ლოგიკური იქნებოდა სადგურისთვის დაერქმიათ – “ეროვნული არქივი”.

რუსთაველი international

საქართველოს ფარგლებს გარეთ, არსებობს შოთა რუსთაველის სახელის მქონე, სხვადასხვა გეოგრაფიული ობიექტი. ლომის წილი ამ დასახელებების მოდის ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებზე. აღნიშნული სია შედგენილია ინტერნეტის სხვადასხვა კარტოგრაფიული სერვისების გამოყენებით.

ტაჯიკეთი

  • დუშანბე – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ხუჯანდი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ხატლონის ოლქის სოფელ სარგახს 2018 წლამდე ერქვა შოთა რუსთაველი

ყირგიზეთი

  • ბიშკეკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ოში – შოთა რუსთაველის ქუჩა

უზბეკეთი

შოთა რუსთაველის ძეგლი ტაშკენტში
  • ტაშკენტი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • სამარყანდი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ანდიჟანი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • გულისტანი – შოთა რუსთაველის ქუჩა

თურქმენეთი

  • თურქმენეთის სახელმწიფო სამხატვრო სასწავლებელი შოთა რუსთაველის სახელობის იყო. თუმცა რატომ ატარებდა თურქმენ მხატვართა სამჭედლო ქართველი პოეტის სახელს, დღემდე გაურკვეველია თვითონ თურქმენთათვის. აშხაბადში კი შოთა რუსთაველის ქუჩას გადაარქვეს სახელი და ეხლა 2044-ე ქუჩა ჰქვია.

ყაზახეთი

  • ნურ-სულთანი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ალმათი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ტარაზი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ტალგარი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ყარაღანდა – შოთა რუსთაველის ქუჩა

აზერბაიჯანი

  • ბაქო – შოთა რუსთაველი ქუჩა
  • განჯა – შოთა რუსთაველის ქუჩა

სომხეთი

  • ერევანი – შოთა რუსთაველის ქუჩა. ამავე ქუჩაზე დგას ერევნის 23-ე საჯარო სკოლა, რომელიც ასევე შოთა რუსთაველის სახელობისაა, თუმცა შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და სკოლა დაკეტილია.
  • გიუმრი – შოთა რუსთაველის ქუჩა

უკრაინა

შოთა რუსთაველის ძეგლი კიევში
  • კიევი – შოთა რუსთაველის ქუჩა და სკვერი
  • ხარკოვი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ლვოვი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • დნეპრი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ოდესა – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • დონეცკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ლუგანსკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • პოლტავა – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • უჟგოროდი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • სუმი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ტერნოპოლი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ჩერნოვცი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ლუცკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ზაპოროჟიე – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ივანო-ფრანკოვსკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ხერსონი – შოთა რუსთაველის შესახვევი
  • დროგობიჩი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ზოლოჩევი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • კალუში – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ოსტროგი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ხრუსტალნი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • დუბნო – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • მარიუპოლი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • კრივოი როგი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • კამენსკოე – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • სმელა – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ზოლოტონოშა – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • კრამატორსკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • გორლოვკა – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ხარციზსკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • პერვომაისკი – შოთა რუსთაველის შესახვევი
  • იზიუმი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • კადიევკა – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ბუჩა – შოთა რუსთაველის ქუჩა

ლატვია

  • რიგა – შოთა რუსთაველის მემორიალური დაფა

რუსეთი

შოთა რუსთაველის ძეგლი მოსკოვში
შოთა რუსთაველის ძეგლი სანქტ-პეტერბურგში
  • მოსკოვი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • სანქტ-პეტერბურგი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ვლადიკავკაზი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • დონის როსტოვი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ომსკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • მახაჩკალა – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ვოლგოგრადი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • უფა – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ნოვოსიბირსკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • კალინინგრადი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ნიჟნი ნოვგოროდი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ნალჩიკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ჩელიაბინსკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • სტავროპოლი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ჩებოკსარი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ტულა – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ასტრახანი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ნოვოროსიისკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ლაბინსკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • მაგნიტოგორსკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ნევინომისკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • კალტანი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • დონეცკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • სტერლიტამაკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ნოვოკუზნეცკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • შახტი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • მოზდოკი – შოთა რუსთაველის ქუჩა
  • ნია-გრუზინსკაია – შოთა რუსთაველის ქუჩა

ისრაელი

შოთა რუსთაველის ფრესკა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში

შოთა რუსთაველის ძეგლი კირიათ ბიალიკში
  • იერუსალიმი – შოთა რუსთაველის ქუჩა

იტალია

შოთა რუსთაველის ბიუსტი რომში
  • რომი – შოთა რუსთაველის ბიუსტი

უნგრეთი

შოთა რუსთაველის ძეგლი ბუდაპეშტში
  • ბუდაპეშტი – შოთა რუსთაველის მოედანი

რუმინეთი

შოთა რუსთაველის ძეგლი ბუქარესტში
  • ბუქარესტი – შოთა რუსთაველის ძეგლი

უსტატუსო დასახლებები

საბჭოთა კავშირის დროს თბილისის მიმდებარედ ჩამოყალიბდა სხვადასხვა სააგარაკო დასახლება, რომელთა უმრავლესობას არ გააჩნია სოფლის, ან დაბის სტატუსი. იურიდიულად ეს დასახლებები უახლოესი სოფლის ნაწილია, თუმცა ხშირ შემთხვევაში გეოგრაფიულად საკმაოდ დაშორებულია სააგარაკო დასახლება სოფლისგან. ზოგ დასახლებაში მუდმივად ცხოვრობს მოსახლეობა, ზოგში კი სეზონურად.

თბილისის აგლომერაციის უსტატუსო დასახლებათა არასრული სია:

  • სამება(კუმისის თემი)
  • კოჯრისხევი(კუმისის თემი)
  • გრუზულა(ნორიოს თემი)
  • მზიური(ნორიოს თემი)
  • აკრიანი(მარტყოფის თემი)
  • ბროწეულა(მარტყოფის თემი)
  • ლოჭინი(მარტყოფის თემი)
  • მზიანეთი(მარტყოფის თემი)
  • ძელახო(მარტყოფის თემი)
  • წალმიანი(ხაშმის თემი)
  • ელფია(კოჯრის თემი)

ბათუმის ქუჩა ლონდონში

ბათუმის ქუჩა მდებარეობს ქალაქ ლონდონის ჰამერსმიტის უბანში (Hammersmith borough) და ინგლისურად ჰქვია Batoum Gardens. ქუჩის სიგრძე დაახლოებით 235 მეტრია. სახელწოდება სავარაუდოთ უკავშირდება ბრიტანეთის მიერ 1918-1920 წლებში ბათუმის ოკუპაციას.

“გორჯ”-ის შემცველი ტოპონიმები ირანში

ისტორიული და ლინგვისტური მონაცემების გარდა, ირანში ქართული დასახლებების არსებობის ერთ-ერთი უტყუარი ნიშანია მრავალი გეოგრაფიული პუნქტის სახელწოდებასა სიტყვა “გორჯ”-ის (სპარს. “ქართველი, ქართული”) არსებობა.

დოქტორ მოჰამად ჰოსეინ ფაფოლი-იაზდის მიერ შედგენილ „ქვეყნის დასახლებული პუნქტებისა და რელიგიური ადგილების ლექსიკონში“ დაფიქსირებულია სიტყვა “გორჯ”-ის შემცველი 24 გეოგრაფიული პუნქტი ირანის სხვადასხვა ოსთანში.

ჩამონათვალი:

დასახელება / შაჰრესთანი / ოსთანი

  • დეჰგორჯი / ნაყადე / დასავლეთი აზერბაიჯანი
  • ყასემაბადე გორჯი / ქარაჯი / ალბორზი
  • გორჯაი / მალაიერი / ჰამადანი
  • გორჯან / არდებილი / არდებილი
  • გორჯან / ბირჯანდი / სამხრეთი ხორასანი
  • გორჯანსუ / რუდსარი / გილანი
  • გორჯექე / ხორამაბადი / ლურისტანი
  • გორჯეფოშთ / ლაჰიჯანი / გილანი
  • გორჯემაჰალე / რუდსარი / გილანი
  • გორჯი / ალიგუდარზი / ლურისტანი
  • გორჯი / აჰარი / აღმოსავლეთი აზერბაიჯანი
  • გორჯი / სანანდაჯი / ქურთისტანი
  • გორჯი / შაჰრუდი / სემნანი
  • გორჯი / მეშჰედი / ხორასანე რაზავი
  • გორჯიაბად / ბაბოლი / მაზანდარანი
  • გორჯიბაიან / სონყორი / ქერმანშაჰი
  • გორჯიფოლ / სარი / მაზანდარანი
  • გორჯიჩალ / თონექაბონი / მაზანდარანი
  • გორჯიხეილ / ყაემშაჰრი / მაზანდარანი
  • გორჯისარა / თონექაბონი / მაზანდარანი
  • გორჯიქოლა / სარი / მაზანდარანი
  • გორჯიმაჰალე / ბეჰშაჰრი / მაზანდარანი
  • გორჯიმაჰალე / გორგანი / გოლესთანი
  • გორჯხან / ირანშაჰრი / სისტან-ბელუჯისტანი

ამერიკის ტიფლისი და ბათუმი

ვაშინგტონის შტატში, გრანტის საგრაფოში 90-ე გზატკეცილთან ახლოს, მდებარეობს პატარა დასახლება – ტიფლისი. მეზობლად, ადამსის საგრაფოში კი უფრო მცირე დასახლება – ბათუმი. ცნობის მიხედვით ორივე დასახლება 1910 წლიდან არსებობს.

ყუბანის მხარის ქართული ტოპონიმიკა

მე-19 საუკუნეში, საქართველოში (თბილისში, აფხაზეთში, სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში) მდგარი კაზაკთა პოლკების პირადი შემადგენლობისათვის, სამსახურის ვადის დამთავრების შემდეგ, უბოძებიათ მიწები ყუბანის მხარეში და იქ დაუსახლებიათ. ასეთი პოლკებისთვის მიუკუთვნებიათ საქართველოს იმ ქალაქის, ან კუთხის სახელები, სადაც ისინი იდგნენ და მათ თავიანთი სტანიცები იმავე სახელებით მოუნათლავთ.

ტბილისკაია

  • ტბილისკაია(Тбилисская) არის სტანიცა, რომელიც მდებარეობს მდინარე ყუბანის მარჯვენა ნაპირზე, კრასნოდარიდან 100 კილომეტრში. ის დაარსებულია 1802 წელს. სტანიცის სახელწოდება დაკავშირებულია იქ მდგარი ტფილისის მე-15 გრენადერთა პოლკის სახელთან და თავდაპირველად ტიფლისკაია ერქვა. 1936 წელს საქართველოს დედაქალაქის კვალდაკვალ ტიფლისკაიას გადაერქვა სახელი და დაერქვა ტბილისკაია. სტანიცის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 25 317 ადამიანს და ამ მონაცემით რუსეთში მე-10 ადგილს იკავებს მოსახლეობით უმსხვილეს სოფელთა სიაში.

კუტაის

  • კუტაის(Кутаис) არის სოფელი, რომელიც მდებარეობს ქალაქ გორიაჩი-კლიუჩის მიმდებარედ. სოფლის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1081 ადამიანს.

კუტაისკაია

  • კუტაისკაია(Кутаисская) არის სტანიცა, რომელიც მდებარეობს ქალაქ გორიაჩი-კლიუჩის მიმდებარედ. ის დაარსებულია 1864 წელს. სახელწოდება უკავშირდება ქუთაისის ცხენოსანთა მილიციის პოლკს. სტანიცის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 324 ადამიანს.

იმერეტინსკაია

  • იმერეტინსკაია(Имеретинская) არის სტანიცა, რომელიც მდებარეობს ქალაქ გორიაჩი-კლიუჩის მიმდებარედ. ის დაარსებულია 1864 წელს. სახელწოდება უკავშირდება იმერეთის ფეხოსანთა მილიციის პოლკს. სტანიცის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1609 ადამიანს.

გურიისკაია

  • გურიისკაია(Гурийская) არის სტანიცა, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბელორეჩენსკის მიმდებარედ. ის დაარსებულია 1864 წელს. სახელწოდება უკავშირდება გურიის ფეხოსანთა მილიციის პოლკს. სტანიცის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 648 ადამიანს.

მინგრელსკაია

  • მინგრელსკაია(Мингрельская) არის სტანიცა, რომელიც მდებარეობს ქალაქ აბინსკის მიმდებარედ. ის დაარსებულია 1863 წელს. სახელწოდება უკავშირდება სამეგრელოს მე-16 გრენადერთა პოლკს. სტანიცის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 5112 ადამიანს.

კურინსკაია

  • კურინსკაია(Куринская) არის სტანიცა, რომელიც მდებარეობს ქალაქ აფშერონსკის მიმდებარედ. ის დაარსებულია 1864 წელს. სახელწოდება უკავშირდება მტკვრის ფეხოსანთა პოლკს. სტანიცის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1903 ადამიანს.

აბხაზსკაია

  • აბხაზსკაია(Абхазская) არის ნასოფლარი, რომელიც მდებარეობს ქალაქ გორიაჩი-კლიუჩის მიმდებარედ. ის დაარსებული იყო 1863 წელს და ნასოფლარად იქცა 1988 წელს. სახელწოდება უკავშირდება აფხაზეთის მილიციის პოლკს.

ყუბანის კაზაკთა სტანიცების სახელწოდებებში ასევე ასახულია ჩვენი მეზობლების ტოპონიმებიც.

ერივანსკაია

  • ერივანსკაია(Эриванская) არის სტანიცა, რომელიც მდებარეობს ქალაქ აბინსკის მიმდებარედ. ის დაარსებულია 1863 წელს. სახელწოდება უკავშირდება ერევნის მე-13 ლეიბ-გრენადერთა პოლკს. სტანიცის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 650 ადამიანს.

ბაკინსკაია

  • ბაკინსკაია(Бакинская) არის სტანიცა, რომელიც მდებარეობს ქალაქ გორიაჩი-კლიუჩის მიმდებარედ. ის დაარსებულია 1864 წელს. სახელწოდება უკავშირდება ბაქოს 153-ე ფეხოსანთა პოლკს. სტანიცის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 2519 ადამიანს.

შირვანსკაია

  • შირვანსკაია(Ширванская) არის სტანიცა, რომელიც მდებარეობს ქალაქ აფშერონსკის მიმდებარედ. ის დაარსებულია 1863 წელს. სახელწოდება უკავშირდება შირვანის 84-ე ფეხოსანთა პოლკს. სტანიცის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 646 ადამიანს.

აფშერონსკი

  • აფშერონსკი(Апшеронск) არის ქალაქი, რომელიც მდებარეობს მდენარე ფშეხას ხეობაში, კრასნოდარიდან 105 კილომეტრის დაშორებით. სახელწოდება უკავშირდება აფშერონის 81-ე ფეხოსანთა პოლკს. ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 39 162 ადამიანს.

სიმბირისხევი

სიმბირისხევი ეწოდება მდინარეს რომელიც მოედინება რუსეთის ფედერაციაში, დაღესტნის რესპუბლიკის წუნტის რაიონში. მისი საერთო სიგრძე არის 33 კმ, ხოლო წყალშემკრები აუზის ფართობი კი 276 კმ2. მდინარე სიმბირისხევი სათავეს იღებს დურუჯისთავის მთიდან და უერთდება მდინარე ხზანორს, რომელიც თავის მხრივ უერთდება მდინარე ავარიის ყოისუს(მდინარე სულაკის მარჯვენა მდგენელი).

მდინარე სიმბირისხევი

დაღესტანში ასევე არის სხვა ქართული ჰიდრონიმები: ბეხოდისხევი, თეთრიწყალი, ილიანხევი, მოურავისწყალი, საბაკუნისხევი, სადუცისხევი, ტურაბიჭისწყარო, ორიწყალი.

საბჭოთა ტოტალიტარული ტოპონიმიკა საქართველოში

იმ დასახლებათა სია, რომლებსაც ან აღუდგათ ისტორიული სახელწოდება, ან დაერქვათ ახალი სახელი

  • ახალგორი – ლენინგორი – ახალგორი(ახალგორის მუნიციპალიტეტი)
  • ახალქალაქი/მეფისქალაქი – წითელქალაქი – ახალქალაქი(კასპის მუნიციპალიტეტი)
  • ახალსენაკი – მიხა ცხაკაია – ცხაკაია – სენაკი(სენაკის მუნიციპალიტეტი)
  • ალექსანდერსგილფი – როზენბერგი – მოლოტოვო – თრიალეთი(წალკის მუნიციპალიტეტი)
  • ამბროლაური – ენუქიძე – ამბროლაური(ამბროლაურის მუნიციპალიტეტი)
  • ალერტკარი – გრიგოლიში – ალერტკარი(ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)
  • ბაღდათი – მაიაკოვსკი – ბაღდათი(ბაღდათის მუნიციპალიტეტი)
  • ბაღლები – კიროვი – ბაღლები(ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)
  • ბელაგორი – ხარაგაული – ორჯონიკიძე – ხარაგაული(ხარაგაულის მუნიციპალიტეტი)
  • ბუკნარი – ზედა ულიანოვკა – საჩინო(ქობულეთის მუნიციპალიტეტი)
  • ბეშკენტი – ულიანოვკა – ჭიაური(ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი)
  • ბულიწყუ – პირველი მაისი – ბულიწყუ(ხობის მუნიციპალიტეტი)
  • გადრეკილი – მახარაძე – ზემო კაჭრეთი(გურჯაანის მუნიციპალიტეტი)
  • გიორგეთი – ორჯონიკიძე – გიორგეთი(ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი)
  • ეწერი – ოზურგეთი – მახარაძე – ოზურგეთი(ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
  • ვოევოვკა – ულიანოვკა – ვახტანგისი(გარდაბნის მუნიციპალიტეტი)
  • ზინობიანი – ოქტომბერი – ზინობიანი(ყვარლის მუნიციპალიტეტი)
  • ივანწმინდა – წითელსოფელი – ივანწმინდა(საჩხერეს მუნიციპალიტეტი)
  • კატერინენფელდი – ლუქსემბურგი – ბოლნისი(ბოლნისის მუნიციპალიტეტი)
  • ლეყერეთი – კიროვი – ლეყერეთი(ტყიბულის მუნიციპალიტეტი)
  • მარტვილი – გეგეჭკორი – მარტვილი(მარტვილის მუნიციპალიტეტი)
  • მირონწმინდა – წითელხევი – მირონწმინდა(ხარაგაულის მუნიციპალიტეტი)
  • მალხაზოვკა – კრასნოგორსკი – სათაფლე(საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)
  • ნიკოლაევკა – ლენინოვკა – ჭოეთი(დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი)
  • ნაცარიანი – წითელწყარო – ხორნაბუჯი(დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი)
  • ნოვაია ალექსანდროვკა – ულიანოვკა – ილიაწმინდა(საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)
  • ოზურგეთი – მახარაძე – ოზურგეთი(ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
  • ოლგინსკოე – ლენინისი – ქვემო ქვიშიანი(გარდაბნის მუნიციპალიტეტი)
  • ორჯონიკიძე – საიმერლო(მარნეულის მუნიციპალიტეტი)
  • სალომინაო – კიროვი – სალომინაო(ვანის მუნიციპალიტეტი)
  • საღვინე – პირველი მაისი – საღვინე(ზესტაფონის მუნიციპალიტეტი)
  • სეჩენოვკა – ჯაფარიძე – სამრეკლო(დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი)
  • საბათლო – წითელი საბათლო – საბათლო(დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი)
  • საწულუკიძეო – წითელვარსკლავი – საწულუკიძეო(ხონის მუნიციპალიტეტი)
  • სოციალისტური სოფელი – დასახლება(ხობის მუნიციპალიტეტი)
  • საკვიკვინიო – პირველი მაისი – საკვიკვინიო(ხობის მუნიციპალიტეტი)
  • ტროიცკოე – კალინინო – სამება(ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი)
  • ულიანოვკა – ვერხვიანი(მარნეულის მუნიციპალიტეტი)
  • ყვირილა – ზესტაფონი – ჯუღელი – ზესტაფონი(ზესტაფონის მუნიციპალიტეტი)
  • ყორნისი – ზნაური – ყორნისი(ქარელის მუნიციპალიტეტი)
  • ყულიშკარი – ორჯონიკიძე – ყულიშკარი(ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)
  • ყულარი – ბუდიონოვკა-ვოროშილოვკა – მეწამულა(მარნეულის მუნიციპალიტეტი)
  • ჩოჩხათი – წითელუბანი – ჩოჩხათი(ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)
  • ცარსკიე კოლოდცი – წითელწყარო – დედოფლისწყარო(დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი)
  • ცხინვალი – სტალინირი – ცხინვალი(გორის მუნიციპალიტეტი)
  • წითელუბანი – ზემო ქვიშიანი(გარდაბნის მუნიციპალიტეტი)
  • ხაშური – მიხაილოვო – ხაშური – სტალინისი – ხაშური(ხაშურის მუნიციპალიტეტი)
  • ხონი – წულუკიძე – ხონი(ხონის მუნიციპალიტეტი)

იმ დასახლებათა სია, რომლებსაც 2021 წლის მდგომარეობით ჯერ კიდევ ან არ დაუბრუნდათ ძველი სახელი, ან არ დაერქვათ ახალი

  • კიროვი – მერე(ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)
  • კიროვკა – მამაი(მარნეულის მუნიციპალიტეტი)
  • კიროვაკანი(ახალქალაქის მუნიციპალიტეტი)
  • კალინინო – ტატიანოვკა(გარდაბნის მუნიციპალიტეტი)
  • მიასნიკიანი(ახალქალაქის მუნიციპალიტეტი)
  • მარტუნი(ახალქალაქის მუნიციპალიტეტი)
  • მიქავა – ფუქი(წალენჯიხის მუნიციპალიტეტი)
  • ოქტომბერი – მაცხოვარი(თერჯოლის მუნიციპალიტეტი)
  • ოქტომბერი – ალიქოღლები(ქედის მუნიციპალიტეტი)
  • ოქტომბერი – ცაიშის კახათი(ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)
  • პირველი მაისი – საღორეთი(ქედის მუნიციპალიტეტი)
  • პირველი მაისი – საჭილაო(აბაშის მუნიციპალიტეტი)
  • ჟდანოვი – ეჟოვაკანი – ელიავაკანი(ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი)
  • სტალინისუბანი – განახლება(ქობულეთის მუნიციპალიტეტი)
  • ტელმანი – შრომისუბანი(ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)
  • ფილიპოვკა – პატარა კარწახი(ახალქალაქის მუნიციპალიტეტი)
  • შაუმიანი – შულავერი(მარნეულის მუნიციპალიტეტი)
  • წითელწყარო – ნათლისმცემელი(გორის მუნიციპალიტეტი)
  • წითელხევი – სადემეტრაო(ბაღდათის მუნიციპალიტეტი)
  • წითელსოფელი – შავსოფელი(ქარელის მუნიციპალიტეტი)
  • ჯორჯიაშვილი – დიდი ენაგეთი(თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი)