ყუბანის მხარის ქართული ტოპონიმიკა

მე-19 საუკუნეში, საქართველოში (თბილისში, აფხაზეთში, სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში) მდგარი კაზაკთა პოლკების პირადი შემადგენლობისათვის, სამსახურის ვადის დამთავრების შემდეგ, უბოძებიათ მიწები ყუბანის მხარეში და იქ დაუსახლებიათ. ასეთი პოლკებისთვის მიუკუთვნებიათ საქართველოს იმ ქალაქის, ან კუთხის სახელები, სადაც ისინი იდგნენ და მათ თავიანთი სტანიცები იმავე სახელებით მოუნათლავთ.

ტბილისკაია

  • ტბილისკაია(Тбилисская) არის სტანიცა, რომელიც მდებარეობს მდინარე ყუბანის მარჯვენა ნაპირზე, კრასნოდარიდან 100 კილომეტრში. ის დაარსებულია 1802 წელს. სტანიცის სახელწოდება დაკავშირებულია იქ მდგარი ტფილისის მე-15 გრენადერთა პოლკის სახელთან და თავდაპირველად ტიფლისკაია ერქვა. 1936 წელს საქართველოს დედაქალაქის კვალდაკვალ ტიფლისკაიას გადაერქვა სახელი და დაერქვა ტბილისკაია. სტანიცის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 25 317 ადამიანს და ამ მონაცემით რუსეთში მე-10 ადგილს იკავებს მოსახლეობით უმსხვილეს სოფელთა სიაში.

კუტაის

  • კუტაის(Кутаис) არის სოფელი, რომელიც მდებარეობს ქალაქ გორიაჩი-კლიუჩის მიმდებარედ. სოფლის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1081 ადამიანს.

კუტაისკაია

  • კუტაისკაია(Кутаисская) არის სტანიცა, რომელიც მდებარეობს ქალაქ გორიაჩი-კლიუჩის მიმდებარედ. ის დაარსებულია 1864 წელს. სახელწოდება უკავშირდება ქუთაისის ცხენოსანთა მილიციის პოლკს. სტანიცის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 324 ადამიანს.

იმერეტინსკაია

  • იმერეტინსკაია(Имеретинская) არის სტანიცა, რომელიც მდებარეობს ქალაქ გორიაჩი-კლიუჩის მიმდებარედ. ის დაარსებულია 1864 წელს. სახელწოდება უკავშირდება იმერეთის ფეხოსანთა მილიციის პოლკს. სტანიცის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1609 ადამიანს.

გურიისკაია

  • გურიისკაია(Гурийская) არის სტანიცა, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბელორეჩენსკის მიმდებარედ. ის დაარსებულია 1864 წელს. სახელწოდება უკავშირდება გურიის ფეხოსანთა მილიციის პოლკს. სტანიცის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 648 ადამიანს.

მინგრელსკაია

  • მინგრელსკაია(Мингрельская) არის სტანიცა, რომელიც მდებარეობს ქალაქ აბინსკის მიმდებარედ. ის დაარსებულია 1863 წელს. სახელწოდება უკავშირდება სამეგრელოს მე-16 გრენადერთა პოლკს. სტანიცის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 5112 ადამიანს.

კურინსკაია

  • კურინსკაია(Куринская) არის სტანიცა, რომელიც მდებარეობს ქალაქ აფშერონსკის მიმდებარედ. ის დაარსებულია 1864 წელს. სახელწოდება უკავშირდება მტკვრის ფეხოსანთა პოლკს. სტანიცის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1903 ადამიანს.

აბხაზსკაია

  • აბხაზსკაია(Абхазская) არის ნასოფლარი, რომელიც მდებარეობს ქალაქ გორიაჩი-კლიუჩის მიმდებარედ. ის დაარსებული იყო 1863 წელს და ნასოფლარად იქცა 1988 წელს. სახელწოდება უკავშირდება აფხაზეთის მილიციის პოლკს.

ყუბანის კაზაკთა სტანიცების სახელწოდებებში ასევე ასახულია ჩვენი მეზობლების ტოპონიმებიც.

ერივანსკაია

  • ერივანსკაია(Эриванская) არის სტანიცა, რომელიც მდებარეობს ქალაქ აბინსკის მიმდებარედ. ის დაარსებულია 1863 წელს. სახელწოდება უკავშირდება ერევნის მე-13 ლეიბ-გრენადერთა პოლკს. სტანიცის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 650 ადამიანს.

ბაკინსკაია

  • ბაკინსკაია(Бакинская) არის სტანიცა, რომელიც მდებარეობს ქალაქ გორიაჩი-კლიუჩის მიმდებარედ. ის დაარსებულია 1864 წელს. სახელწოდება უკავშირდება ბაქოს 153-ე ფეხოსანთა პოლკს. სტანიცის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 2519 ადამიანს.

შირვანსკაია

  • შირვანსკაია(Ширванская) არის სტანიცა, რომელიც მდებარეობს ქალაქ აფშერონსკის მიმდებარედ. ის დაარსებულია 1863 წელს. სახელწოდება უკავშირდება შირვანის 84-ე ფეხოსანთა პოლკს. სტანიცის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 646 ადამიანს.

აფშერონსკი

  • აფშერონსკი(Апшеронск) არის ქალაქი, რომელიც მდებარეობს მდენარე ფშეხას ხეობაში, კრასნოდარიდან 105 კილომეტრის დაშორებით. სახელწოდება უკავშირდება აფშერონის 81-ე ფეხოსანთა პოლკს. ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 39 162 ადამიანს.

დატოვე კომენტარი