ატმის კოშკი – Peachoid

ატმის ფორმის წყალსაწნევი კოშკი მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი სამხრეთ კაროლინის ქალაქ გაფნიში. მისი სიმაღლე არის 41 მეტრი, ხოლო ტევადობა 3,8 მილიონ ლიტრ წყალს(3800 მ³) შეადგენს. წყალსაწნევი კოშკი აშენდა 1981 წელს კომპანია Chicago Bridge and Iron Company-ს მიერ. კონსტრუქციულად კოშკი წარმოადგენს რკინაბეტონის მაღალ ნაგებობას, რომელიც გარედან ფურცლოვანი ფოლადით არის მოპირკეთებული. ვიზუალურად გაფნის წყალსაწნევი კოშკი ერთი შეხედვით მართლაც ჰგავს ატამს, თუმცა არსებობს ასევე რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებებიც. კოშკი განსაკუთრებით პოპულარული გახდა, იმის მერე რაც გამოჩნდა ამერიკულ ტელესერიალ “ბანქოს სახლი”-ს ერთერთ ეპიზოდში…

დატოვე კომენტარი