კოჯრის რკინიგზა

1930 წელს თბილისის აღმასკომის პრეზიდიუმმა თავის უკანასკნელ სხდომაზე განიხილა და დაამტკიცა კოჯრის რკინიგზის გაყვანის პროექტი. ამ პროექტის მიხედვით კოჯრის რკინიგზა გაყვანილი იქნებოდა იმ ვარიანტის დაცვით, რომელიც გზის გაყვანას გულისხმობდა ტაბახმელას მიმართულებით. სადგურები მოეწყობოდა კრწანისში, შინდისში, ტაბახმელაში, წავკისში, თბილისში, კოჯორში და კიკეთში. ყოველ გადასარბენზე მატარებლების მიღება და გაშვება მოხდებოდა ერთი და იმავე დროს. უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მატარებლების მოძრაობის მოსაწესრიგებლად გამოყენებული იქნებოდა სემაფორები და “ჟეზლები”. გზა გაყვანილი იქნებოდა იმ ვარაუდით, რომ შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა  მეორე ხაზის გაყვანა, რაც ხელს შეუწყობდა მოძრაობის სისწრაფეს. მატარებლის შემადგენლობაში იქნებოდა ექვსი ვაგონი. კოჯრის რკინიგზის მთავარი სადგური, რომლის აგება განზრახული იყო თავისუფლების მოედანზე აგებული იქნებოდა ბოტანიკური ბაღის გვირაბთან. ასე, რომ მატარებელი პირდაპირ გავიდოდა გვირაბიდან. გზა გადასჭრიდა ბოტანიკურ ბაღს და იქედან კრწანისის მიმართულებით გავიდოდა.

დატოვე კომენტარი